წინასიტყვაობა
ყველა წესის მიზანი ერთია: შექმნას ცოცხალი, თანმიმდევრული და სამართლიანი სამყარო, სადაც ყოველ მოქმედებას აქვს მიზეზი და ყოველ მიზეზს - შედეგი.
ამ დოკუმენტში წესი ორ ნაწილად იყოფა: RP წესი - როგორ უნდა ითამაშო; მექანიკის წესი - რას გიშვებს ან გიკრძალავს (ტექნიკური ჩარჩო).
სერვერზე შემოსვლით შენ ავტომატურად ეთანხმები ამ შინაგანაწესს. „არ წამიკითხავს“ - არ არის გამამართლებელი გარემოება. ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება.
ტერმინები
ტექნიკური მოთხოვნები
Discord ხმოვან არხში ყოფნა სავალდებულოა. მოთამაშე თამაშის მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა იჯდეს საზოგადოების Discord-ის ხმოვან არხში და ჰქონდეს „Deafen“ ჩართული.
ეს წესი აღსრულებულია სისტემურად. სისტემა ამოწმებს ყოველ მოთამაშეს:
- ხარ თუ არა ხმოვან არხში;
- გაქვს თუ არა Deafen ჩართული.
დარღვევის დაფიქსირებისას ეკრანზე გამოჩნდება გამაფრთხილებელი ფანჯარა ტაიმერით. თუ 3 წუთში არ გამოასწორებ სერვერი ავტომატურად გაგკიკავს. კიკი ამ შემთხვევაში სასჯელი არ არის, ეს ტექნიკური მოთხოვნაა.
სავალდებულოა გამართული მიკროფონი და ხმოვანი კომუნიკაცია. სერვერზე ტექსტური RP ჩხუბი და ა.შ, დაშვებული არ არის აუცილებელია ხმოვანი საუბარი.
სავალდებულოა Discord ანგარიშის მიბმა (/dlverify). დაუმოწმებელი მოთამაშე ვერ იღებს დონატებს, ჯილდოებს და ვერ ხსნის ტიკეტს.
სერვერზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია (200). სლოტის დაკავება და AFK-ში დგომა 30 წუთზე მეტხანს კიკის საფუძველია.
- დამატებითი შეზღუდვა: კატეგორიულად აკრძალულია AFK დგომა აქტიურ/ხალხმრავალ RP ზონებში (ქალაქის ცენტრი, შერიფის ოფისი, საავადმყოფო, ბანკი, სალუნი). თუ OOC მიზეზით გჭირდებათ თამაშიდან ჩამოშორება, ვალდებული ხართ შეხვიდეთ დახურულ ინტერიერში/შენობაში.
სასჯელიKick / ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
აკრძალულია ნებისმიერი მოდი, სკრიპტი ან პროგრამა, რომელიც გაძლევს უპირატესობას (crosshair, ESP, aimbot, macro, auto-clicker, სპიდჰაკი, ტექსტურის გამჭვირვალობა).
სასჯელიადმინისტრაციის შეხედულებისამებრ, გასაჩივრების უფლების გარეშე (შავი სია).
OOC ურთიერთობის და საზოგადოების წესები
აკრძალულია მოთამაშის (და არა პერსონაჟის) OOC შეურაცხყოფა, დამცირება, ჩაგვრა და მუქარა სერვერზე ან სერვერის ოფიციალურ პლატფორმაზე Discord-ში.
სასჯელიმინიმალური 2 კვირა, მაქსიმალური შავი სია (ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ).
IC-ში პერსონაჟის შეურაცხყოფა დაშვებულია გონივრულ ფარგლებში და მხოლოდ ეპოქის ენით („ბინძურო“, „ქურდბაცაცავ“, „მშიშარავ“). მიუხედავად იმისა, რომ RP სიტუაციაში ბევრი რამ სიტუაციის და როლის განვითარებაზეა დამოკიდებული, ჩვენი საზოგადოებიდან გამომდინარე დაცული უნდა იყოს გარკვეული საზღვრები, რათა ავიცილოთ ზედმეტი კონფლიქტი თავიდან.
სასჯელიადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
აკრძალულია ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია: რასიზმი, სექსიზმი, ჰომოფობია, რელიგიური ან ეთნიკური შეურაცხყოფა.
სასჯელიადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
სტრიმერების წესი: სტრიმერები და კონტენტ-კრეატორები ვალდებულნი არიან დაიცვან სერვერის ყველა წესი. პირდაპირ ეთერში კატეგორიულად აკრძალულია სერვერის, ადმინისტრაციის ან სხვა მოთამაშეების მიმართ OOC სიძულვილის ენის, აგრესიისა თუ უკმაყოფილების გამოხატვა/შეურაცყოფა. ნებისმიერი პრეტენზია უნდა დარეგულირდეს დისქორდის Ticket სისტემის მეშვეობით.
სასჯელიადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
აკრძალულია არასრულწლოვან პერსონაჟებთან ან მათ შესახებ ნებისმიერი ამორალური კონტექსტი.
სასჯელიშავი სია.
აკრძალულია სხვა პროექტის რეკლამა (Discord, ჩატი, DM, InGame, ხმოვანი არხი).
სასჯელიშავი სია.
აკრძალულია ადმინისტრაციის საჯარო შეურაცხყოფა ან ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებაზე ჯგუფური ზეწოლა/პროტესტი.
სასჯელიადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
აკრძალულია მოთამაშის პირადი მონაცემების (სახელი, ტელეფონი, მისამართი, ელ-ფოსტა, სოციალური ქსელი, საბანკო რეკვიზიტი, ფოტო) უნებართვო გავრცელება სერვერის პლატფორმებზე (Doxxing).
სასჯელიშავი სია.
აკრძალულია Discord-ზე spam/flood, არარელევანტური ან შოკისმომგვრელი კონტენტი.
სასჯელიMute, Ban, ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
პერსონაჟის სახელი უნდა შეესაბამებოდეს ეპოქას. აკრძალულია: შეურაცხმყოფელი, ვულგარული, ანაქრონისტული ან სასაცილო სახელები („Tiktok Gio“, „Xxx_Killer“, „ილონ მასკი“). ადმინს აქვს სახელის იძულებით შეცვლის უფლება.
ყველა საჩივარი, საკითხი და პრეტენზია განიხილება მხოლოდ Discord-ის #ticket არხით. ადმინის პირად DM-ში მიწერა არ განიხილება.
აკრძალულია სხვისი ანგარიშის თამაში (Account Sharing) და ალტერნატიული ანგარიშით სასჯელის გვერდის ავლა.
სასჯელიორივე ანგარიშს - შავი სია.
რეალურ ფულზე თამაშიდან ქონების, ფულის, ნივთის ან სერვისის ყიდვა/გაყიდვა (RMT). ეს მოიცავს პერსონაჟის, სახლის ან ჯგუფის გაყიდვასაც.
სასჯელიშავი სია.
Voice Changer:
Voice Changer-ის გამოყენება აკრძალულია.
კატეგორიულად აკრძალულია ხმის დისტორცია, ტროლინგი ან ისეთი ფილტრები, რომლებიც აუდიო ხარისხს აფუჭებს და OOC დისკომფორტს ქმნის.
სასჯელიადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
ძირითადი RP წესები
Metagaming (MG) - OOC (თამაშგარე) ინფორმაციის IC-ში (თამაშში) გამოყენება
Metagaming ნიშნავს ნებისმიერი იმ ინფორმაციის გამოყენებას პერსონაჟის მიერ, რომელიც თავად პერსონაჟს თამაშის შიგნით (IC) არ მიუღია.
აკრძალულია: თამაშგარე წყაროების გამოყენება: Discord-ში, სტრიმებზე, სოციალურ ქსელებში ან პირად მიმოწერაში გაგებული ინფორმაციით თამაშში მოქმედება (მაგ. ვინმეს ადგილმდებარეობის, გეგმების ან საიდუმლოებების გაგება თამაშის გარეთ).
სასჯელიBan 3 - 14 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
სტრიმ-სნაიპინგი (Stream Sniping):
სხვა მოთამაშის პირდაპირი ეთერის (Stream) ყურება იმ მიზნით, რომ შეიტყო მისი ადგილმდებარეობა, მოქმედებები ან ჩანაფიქრი. OOC შეთანხმებები: თამაშის გარეთ წინასწარ დაგეგმვა იმ მოვლენების, რომლებიც უშუალოდ თამაშის პროცესში, როლურად უნდა განვითარდეს. დაუსაბუთებელი ცნობა: პერსონაჟის იდენტიფიცირება (ცნობა) გაცნობის, ხმის იდენტიფიცირების, ვიზუალური ნიშნების ან წინასწარი RP ისტორიის გარეშე (მაგ. ნიღბიანი/სახედაფარული პირის იდენტიფიცირება მხოლოდ მოთამაშის ხმის გამო).
შენიშვნა: თამაშში ნებისმიერი ქმედება ან გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რაც შენმა პერსონაჟმა უშუალოდ ნახა, მოისმინა ან შეიტყო უშუალოდ RP პროცესში.
სასჯელიBan 3 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
Powergaming (PG) - არარეალისტური ქცევა და შესაძლებლობების გადაჭარბება
Powergaming ნიშნავს თამაშის სისტემური ან ფიზიკური ლიმიტების იგნორირებას საკუთარი უპირატესობის მოსაპოვებლად (თამაში „მოგებისთვის“ და არა როლური გამოცდილებისთვის).
აკრძალულია: ფიზიკისა და რეალიზმის იგნორირება: კლდიდან/მაღალი ადგილიდან გადმოხტომის, ავარიის ან მძიმე დაზიანების მიღების შემდეგ თამაშის გაგრძელება ისე, თითქოს არაფერი მომხდარა (ტკივილისა და ტრავმის გაუთამაშებლობა). სუპერგმირობა (Powerplay): პერსონაჟის ისეთი შესაძლებლობების უპირატესობად გამოყენება, რაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუძლებელია (მაგ. მრავალრიცხოვან შეიარაღებულ ჯგუფთან უშიშრად დაპირისპირება, როცა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება). სისტემური მექანიზმის ბოროტად გამოყენება: თამაშის ფუნქციონალის (ანიმაციები, გაჩხრეკა, ბორკილები და ა.შ.) სპამი ან გამოყენება იმ სიტუაციაში, სადაც ეს ლოგიკასა და რეალისტურ RP-ს ეწინააღმდეგება. ოპონენტისთვის არჩევანის წართმევა: მეორე მოთამაშისთვის რეაგირების ან პასუხის გაცემის შანსის არმიცემა იმ სიტუაციებში, სადაც თამაშის სისტემა ავტომატურ შეზღუდვას არ ადებს.
შენიშვნა: ვინაიდან სერვერზე მოქმედებების უმეტესობა რეალიზებულია თამაშის ფუნქციონალითა და ანიმაციებით, ჩატის ბრძანებების (/me, /do) გამოყენება სავალდებულო არ არის. მთავარია თქვენი ქცევა იყოს ლოგიკური, რეალისტური და მორგებული სიტუაციას.
სასჯელიBan 3 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
RDM (Random Deathmatch) - უმიზეზო მკვლელობა ან დაშავება
RDM ნიშნავს სხვა მოთამაშის პერსონაჟის მოკვლას, ცემას ან დაშავებას ადეკვატური როლური (IC) მიზეზისა და წინასწარი დიალოგის/ინტერაქციის გარეშე.
აკრძალულია: უგაფრთხილებლო თავდასხმა: სხვა მოთამაშის მოკვლა ან სროლის გახსნა წინასწარი როლური კონფლიქტის, სიტყვიერი გაფრთხილების ან სიტუაციის განვითარების გარეშე. არასაკმარისი მიზეზი (Weak Reason): ძალის გამოყენება ისეთი უმნიშვნელო მიზეზის გამო, რაც რეალურ ცხოვრებაში/ველურ დასავლეთში არ გახდება მკვლელობის საბაბი (მაგ. უბრალო სიტყვიერი შეურაცხყოფის ან უნებლიე შეჯახების გამო ეგრევე სროლის გახსნა). Mass RDM / KOS (Kill on Sight): რამდენიმე მოთამაშის ან ჯგუფის უმიზეზოდ ამოხოცვა და დანახვისთანავე სროლა.
სასჯელიBan 3 - 14 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
VDM (Vehicle / Mount Deathmatch) - ტრანსპორტის იარაღად გამოყენება
VDM ნიშნავს ტრანსპორტის (ცხენი, ეტლი, ვაგონი, ნავი, საჰაერო ბუშტი) განზრახ გამოყენებას სხვა მოთამაშის/ცხენის დასაჯახებლად, დასაშავებლად ან მოკვლისთვის, შესაბამისი როლური (IC) მიზეზის გარეშე. აკრძალულია: განზრახ დაჯახება: ხალხის ჯგუფში ან ცალკეულ მოთამაშეზე ცხენით/ეტლით განზრახ შევარდნა დასაშავებლად ან გასართობად.
Ramming / Spying: მოწინააღმდეგის ეტლის ან ცხენის განუწყვეტლივ დაჯახება მიზეზის გარეშე. უსაფუძვლო დევნა: გაქცეულის ცხენით/ეტლით გატანა იმ სიტუაციაში, სადაც სხვა როლური ალტერნატივა არსებობს და ეს არ არის სცენის ლოგიკური დასასრული. გამონაკლისი: ცხენის ან ეტლის გადაღობება/დაჯახება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ეს ლოგიკური RP სცენის ნაწილია (მაგ. სამართალდამცავის ან ყაჩაღის მიერ გაქცეული დამნაშავის შეჩერების უკიდურესი მცდელობა), თუ ამას წინ უძღოდა შესაბამისი დევნა და გაფრთხილება.
სასჯელიBan 2 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
Fear RP - საკუთარი პერსონაჟის სიცოცხლის/ჯანმრთელობის დაფასება
Fear RP ავალდებულებს მოთამაშეს, იმოქმედოს ლოგიკურად და რეალისტურად, როცა მის პერსონაჟს ემუქრება რეალური სასიკვდილო საფრთხე ან მძიმე დაზიანება. ვალდებული ხართ დაემორჩილოთ მოწინააღმდეგეს, როცა: უპირატესობა ახლო დისტანციაზეა: თავზე ან სხეულზე დამიზნებული აქვთ ცეცხლსასროლი იარაღი ახლო დისტანციიდან (სანამ შენ იარაღის ამოღებას მოასწრებ, ის უკვე გესვრის). ცივი იარაღის საფრთხე: ყელზე/სხეულზე გიდევთ დანა ან უკვე დაბმული ხართ ლასოთი. რიცხობრივი უპირატესობა: მოწინააღმდეგე მხარე რაოდენობრივად მნიშვნელოვნად აღემატება თქვენს ჯგუფს (მაგ. 1 vs 2+ შეიარაღებული, 2 vs 4+ და ა.შ.). დაუცველი პოზიცია: ხართ სრულიად შეუიარაღებული და ცუდ პოზიციაზე მდგომი, შეიარაღებული პირების პირისპირ. აკრძალულია: იარაღის ამოღება, გაქცევა, პროვოცირება ან დაცინვა იმ დროს, როცა იარაღი უკვე დამიზნებული აქვთ თქვენზე. შენიშვნა: Fear RP-ის დარღვევა იწვევს სიტუაციიდან მიღებული ყველა სარგებლის გაუქმებას (სცენის ბათილობას) და მოთამაშის დასჯას.
სასჯელიBan 2 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
Combat Logging (CL) - აქტიური RP სცენიდან/კონფლიქტიდან გასვლა
Combat Logging ნიშნავს თამაშიდან განზრახ გასვლას (Disconnect/Alt+F4/Quit) აქტიური როლური (IC) პროცესის, ძარცვის, დაკავების, ბრძოლის ან კონფლიქტის დროს, სასჯელის ან ზარალის თავიდან აცილების მიზნით. აკრძალულია: RP სიტუაციიდან გასვლა: თამაშის დატოვება ნებისმიერი აქტიური RP ინტერაქციის დროს, სანამ სცენა ლოგიკურად არ დასრულდება ან ორივე მხარე არ შეთანხმდება. დაშავებული/გათიშული მდგომარეობიდან გასვლა: თამაშის დატოვება „Unconscious“ ან „Down“ მდგომარეობაში ყოფნისას, ნივთების კონფისკაციის თავიდან ასაცილებლად. ტექნიკური ხარვეზის (Crash / Internet / Power Outage) წესი: თამაშის ტექნიკური მიზეზით გათიშვის შემთხვევაში, მოთამაშე ვალდებულია 5-10 წუთის განმავლობაში დაუბრუნდეს სერვერს/სცენას ან დაუყოვნებლივ გახსნას Ticket დისქორდში. მტკიცებულების ვალდებულება: ტექნიკური ხარვეზის დასადასტურებლად მოთამაშემ უნდა წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულება (Crash Log-ის სქრინშოტი, ვიდეოფაილი, სადაც ჩანს თამაშის გათიშვის მომენტი, ვიდეო ფიქსაცია, ლოგიკური ახსნა თუ რა შეემთხვა და რა მიზეზით გავიდა). მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, RP სიტუაციაში დაბრუნებაზე უარის თქმის ან სიტუაციის იგნორირების შემთხვევაში, მსგავსი ინციდენტი ავტომატურად შეფასდება განზრახ Combat Logging-ად.
სასჯელიBan 2 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
Revenge Kill (RK) - შურისძიება სიკვდილის შემდეგ
Revenge Kill ნიშნავს პერსონაჟის სიკვდილის (გათიშვის/Respawn-ის) შემდეგ იმ მოთამაშეზე შურისძიებას, რომელმაც ის მოკლა. სიკვდილის შემდეგ მოქმედებს NLR (New Life Rule) — შენს პერსონაჟს ავიწყდება ბოლო კონფლიქტის დეტალები და თავისი სიკვდილის გარემოება. აკრძალულია: მყისიერი შურისძიება: რეპასპაუნის (საავადმყოფოში/ექიმთან გაღვიძების) შემდეგ იმავე RP სიტუაციაში დაბრუნება და თავდამსხმელის მოძებნა შურისძიების მიზნით. დავიწყებული ინფორმაციის გამოყენება: იმ მოთამაშის ან ჯგუფის დევნა, რომელმაც მოგკლათ, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც სიკვდილამდე იცოდით (მაგ. „შენ მოიპარე ჩემი ცხენი და მომკალი, ახლა მე მოგკლავ“). გამონაკლისი: თუ თქვენმა ფრაქციამ/ბანდამ/მეგობრებმა თამაშის შიგნით (IC) თავად შეიტყვეს თქვენი თავდასხმის შესახებ და მოაწყვეს შურისძიება, თქვენ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ გახსოვთ საკუთარი სიკვდილის დეტალები და უბრალოდ ასრულებთ ჯგუფის ბრძანებას.
სასჯელიBan 3 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
Leave RP - RP პროცესის მიტოვება
Leave RP ნიშნავს თამაშიდან განზრახ გასვლას (Disconnect, /quit, Alt+F4 ან ხელოვნური კრაში) ნებისმიერი მიმდინარე RP სცენის, დაკითხვის, სასამართლო პროცესის, სამედიცინო დახმარების ან IC შედეგის თავიდან აცილების მიზნით. აკრძალულია: სცენის მიტოვება: თამაშის დატოვება აქტიური RP ინტერაქციის დროს, სანამ პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე არ მივა ან მონაწილე მხარეები OOC შეთანხმებას არ მიაღწევენ (ესეც განსახილველია და დასაკვირვებელია როგორ და რის გამო მოხდება OOC შეთანხმება). შედეგებისგან თავის არიდება: თამაშიდან გასვლა დაპატიმრების, ჯარიმის, ნივთების ჩამორთმევის ან პერსონაჟის დასჯის თავიდან ასაცილებლად. ტექნიკური ხარვეზის (Crash) შემთხვევაში: თამაშის გათიშვისას მოთამაშე ვალდებულია 10 წუთის განმავლობაში ატვირთოს კრაშის დამადასტურებელი სქრინშოტი დისკორდის #crash-log არხში (სქრინზე მკაფიოდ უნდა ჩანდეს შეცდომის ტექსტი და დრო). სერვერზე დაბრუნებისთანავე მოთამაშე ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს იმავე RP სიტუაციას და გააგრძელოს თამაში. დადგენილ ვადაში მტკიცებულების წარუდგენლობა ან იგივე სიტუაციაში დაბრუნებაზე უარის თქმა ჩაითვლება განზრახ გასვლად.
სასჯელიBan 3 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ + სცენის შედეგად დაკარგული/ამოსაღები ინვენტარის სრული კონფისკაცია.
IC / OOC არევა (Mixing)
IC (In Character - თამაშის სამყარო) და OOC (Out of Character - რეალური ცხოვრება) ცნებების არევა კრძალავს თამაშის პროცესში რეალური ცხოვრების/ტექნიკური თემების შეტანას ან პერსონაჟის როლიდან გამოსვლას. აკრძალულია: OOC საუბარი თამაშში (Voice/IC Chat): ხმოვან ჩატში ტექნიკურ პრობლემებზე, თამაშის მექანიკაზე ან რეალურ ცხოვრებაზე ლაპარაკი (მაგ. „ლაგები მაქვს“, „სკრიპტი გაფუჭდა“, „დისქორდში შემოდი“). რეალური სახელებით მიმართვა: მოთამაშისთვის რეალური ცხოვრების სახელით მიმართვა, როცა პერსონაჟმა თამაშის შიგნით ეს სახელი არ იცის. OOC კონფლიქტის გადატანა IC-ში (და პირიქით): თამაშის შიგნით მომხდარი უთანხმოების გამო რეალურ ცხოვრებაში/Discord-ში ჩხუბი ან OOC წყენის გამო თამაშში შურისძიება.
ტექნიკური პრობლემის მოგვარების წესი: ტექნიკური ხარვეზის ან წესების დარღვევის შემთხვევაში, არ გამოხვიდეთ როლიდან სცენის მიმდინარეობისას. სცენის დასრულების შემდეგ გამოიყენეთ /ooc ჩატი ან გახსენით #ticket დისქორდში ადმინისტრაციასთან დასაკავშირებლად.
სასჯელიBan 1 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
ინტერაქციის ვალდებულება (RP Initiation)
ნებისმიერი აგრესიული ან ძალისმიერი მოქმედების (სროლა, თავდასხმა, ძარცვა, დაკავება) დაწყებამდე მოთამაშე ვალდებულია დაამყაროს წინასწარი როლური (IC) ინტერაქცია მოწინააღმდეგესთან. ძირითადი მოთხოვნები: სიტყვიერი გაფრთხილება: ძალის გამოყენებამდე აუცილებელია მკაფიო, გასაგები ხმოვანი მოთხოვნა ან მუქარა (მაგ. „ხელები მაღლა, თორემ გესვრი!“, „გაჩერდი!“). რეაგირების დრო: მეორე მხარეს უნდა მიეცეს გონივრული დრო (რამდენიმე წამი), რომ მოასწროს მოთხოვნის გაგება და რეაგირება (დამორჩილება ან გაქცევა/წინააღმდეგობა). უსიტყვო აგრესიის აკრძალვა: უსიტყვოდ, გაფრთხილების გარეშე ცეცხლის გახსნა ან შეტევაზე გადასვლა ითვლება RDM-ად. გამონაკლისი: მიმდინარე ორმხრივი კონფლიქტი: თუ სცენა უკვე გადავიდა აქტიურ სროლასა თუ ბრძოლაში, ამავე სცენის ფარგლებში ახალი გასროლებისთვის ხელახალი სიტყვიერი გაფრთხილება საჭირო არ არის.
სასჯელიBan 3 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
პერსონაჟის თანმიმდევრულობა (Character Development / Continuity)
პერსონაჟი უნდა ინარჩუნებდეს ლოგიკურ, თანმიმდევრულ ხასიათსა და ქცევის ხაზს. მისი გადაწყვეტილებები, პროფესია და ცვლილებები უნდა ეფუძნებოდეს რეალურ როლურ (IC) განვითარებასა და მოტივაციას. ძირითადი მოთხოვნები: ლოგიკური განვითარება: პერსონაჟის ხასიათი ან სოციალური როლი ვერ შეიცვლება მკვეთრად და უმიზეზოდ (მაგ. მშვიდობიანი ფერმერი ან ხელოსანი ერთ დღეში, სერიოზული IC მოტივაციის გარეშე, ვერ გახდება ცივსისხლიანი ყაჩაღი/მკვლელი). მოტივაციის აუცილებლობა: ნებისმიერ მკვეთრ ნაბიჯს (ბანდაში გაწევრიანება, ღალატი, კრიმინალზე გადასვლა) უნდა უძღოდეს შესაბამისი როლური ისტორია, მოვლენები და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
როლის შენარჩუნება: აკრძალულია პერსონაჟის ქცევის რადიკალური ცვლა მოთამაშის პირადი (OOC) განწყობის მიხედვით.
სასჯელიBan 1 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
ეპოქური შესაბამისობა (Lore / Epoch Accuracy)
პერსონაჟის სახელი, გარეგნობა, ჩაცმულობა, მეტყველება და ქცევა სრულად უნდა შეესაბამებოდეს ველური დასავალეთის/XX საუკუნის დასაწყისის ისტორიულ ატმოსფეროს. აკრძალულია: ანაქრონიზმები მეტყველებაში: თანამედროვე ჟარგონების, სლენგის ან თანამედროვე გამოთქმების გამოყენება თამაშის შიგნით (მაგ. „ბრო“, „ქრინჯი“, „ფლექსი“ და ა.შ.). არაშესაბამისი ჩაცმულობა/ვიზუალი: ეპოქისთვის სრულიად უცხო, თანამედროვე სტილის ან აბსურდული ტანსაცმლის/აქსესუარების ტარება. თანამედროვე ბრენდები და ცნებები: რეალური, თანამედროვე კომპანიების, ბრენდების, ტექნოლოგიების ან პოლიტიკური მოვლენების ხსენება IC პროცესში. არარეალური სახელები: პერსონაჟისთვის ცნობილი პოპ-კულტურული გმირების, ცნობადი ადამიანების ან აბსურდული/ხუმრობითი სახელების დარქმევა (მაგ. „John Wick“, „Snoop Dogg“).
სასჯელიBan 1 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
Trolling / Fail RP - როლური პროცესის ჩაშლა და არაადეკვატური ქცევა
Trolling / Fail RP ნიშნავს მოთამაშის მიერ არარეალისტური, კლოუნადური ან განზრახ გამაღიზიანებელი ქმედებების განხორციელებას, რაც აფუჭებს RP ატმოსფეროს და ხელს უშლის სხვა მოთამაშეებს RP სიტუაციებს და აზიანებს სერვერს. აკრძალულია: RP სიტუაციების ჩაშლა/არევა (RP Ruining): სხვა მოთამაშეების მიმდინარე როლურ პროცესში უმიზეზოდ ჩარევა, ყვირილი, უაზრო ანიმაციების სპამი ან სცენის განზრახ ჩაშლა. არარეალისტური ქცევა (Bunnyhop / Clowning): უაზროდ ხტუნვა გაქცევისას, პერსონაჟის არაადეკვატური მანერები ან ისეთი მოქმედებები, რაც ეწინააღმდეგება ჯანსაღ ლოგიკასა და ეპოქალურ RP-ს. ადმინისტრაციის ან სერვერის აბუჩად აგდება: თამაშის შიგნით პროვოკაციული, ტროლინგის შემცველი ქცევა მოთამაშეების ან პოლიციის/ფრაქციების მიმართ. Fail RP: ისეთი მოქმედების ჩადენა, რაც სრულიად ეწინააღმდეგება როლურ ლოგიკას (მაგ. დაკავებისას უაზროდ სიმღერა, პოლიციელთან მირბენა და მისი გაუთავებელი პროვოცირება რეალური IC მიზეზის გარეშე).
სასჯელიBan 7 - 14 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
NLR (New Life Rule):
პერსონაჟის სიკვდილის (Hospitalized/Respawn) შემდეგ, თქვენ გავიწყდებათ იმ RP სიტუაციის დეტალები, რომელშიც მოკვდით. აკრძალულია სიკვდილის ადგილას დაბრუნება 30 წუთის განმავლობაში, ასევე იმავე კონფლიქტში/RP სცენაში ხელახლა ჩართვა.
სასჯელიBan 3 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
RP კომუნიკაცია
ხმოვანი კომუნიკაცია (Voice RP)
ხმოვანი ჩატი არის სერვერზე კომუნიკაციის ერთადერთი და სავალდებულო საშუალება. მოთამაშე ვალდებულია გამოიყენოს ხმის სიძლიერის რეჟიმები (ჩურჩული / ნორმალური / ყვირილი) სიტუაციისა და დისტანციის შესაბამისად.
ხმოვანი ჩატის და მისი მანძილების არასწორი გამოყენება დაისჯება.
Ban 1 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
სასჯელიMute 30 - 60 წუთამდე
მოქმედებების გათამაშება
ვინაიდან სერვერზე ყველა ძირითადი მოქმედება (ინვენტარის გამოყენება, გაჩხრეკა, ბორკილები, იარაღის ამოღება) რეალიზებულია თამაშის სისტემითა და ანიმაციებით, დამატებითი ტექსტური ბრძანებების გამოყენება საჭირო არ არის.
IC საინფორმაციო არხები თამაშის შიგნით
(IC) ინფორმაციის გავრცელება და მიღება ხდება მხოლოდ ეპოქასთან შესაბამისი საშუალებებით: გაზეთი: ოფიციალური სიახლეები, საჯარო განცხადებები და რეკლამები. ტელეგრამი / წერილი: შორ მანძილზე პირადი ან საქმიანი მიმოწერისთვის. პოსტერები (Wanted / განცხადებები): ქალაქებში გაკრული ძებნილთა სიები ან საჯარო მოწოდებები. ჩანაწერების წიგნაკი/დღიური: პერსონალური ჩანაწერები, კონტრაქტები ან მტკიცებულებები.
შენიშვნა: ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ არის გავრცელებულა თამაშის შიგნით (მაგ. დაწერილია Discord-ში), პერსონაჟისთვის არ არსებობს.
საინფორმაციო არხის არასწორი გამოყენება და OOC ინფორმაციის გამოყენება დაისჯება.
სასჯელიBan 1 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
დისტანციური კომუნიკაციის აკრძალვა (ტელეპათია / რაცია) ველურ დასავლეთში არ არსებობს პორტატიული რადიოკავშირი (რაცია) ან მობილური ტელეფონი. დისტანციაზე ხმოვანი კომუნიკაცია (Discord-ით ან სხვა პროგრამით თამაშის დროს ლაპარაკი) კატეგორიულად აკრძალულია და ითვლება Metagaming-ად.
დაშვებული დისტანციური კავშირი: მხოლოდ ტელეგრამი/ფოსტა (წერილი), ერთი პირიდან მეორე პირზე ინფორმაციის გადაცემა ან გაზეთი.
გამონაკლისი: სახელმწიფო სტრუქტურების შიდა დისპეტჩერის სისტემა დაშვებულია მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებისთვის, თუ ეს სერვერის ფუნქციონალით არის გათვალისწინებული.
სასჯელიBan 1 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
ზონები
მწვანე ზონა (Green Zone - უსაფრთხო ტერიტორია)
მწვანე ზონა არის მშვიდობიანი ტერიტორია (ქალაქი), სადაც მოქმედებს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი. აკრძალულია: ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა, ძარცვა, გატაცება, იარაღით მუქარა და შეიარაღებული კონფლიქტის წამოწყება. დაშვებულია: სიტყვიერი კამათი/დიალოგი და ადეკვატური IC მიზეზით ხელჩართული ჩხუბი (მხოლოდ მუშტებით, იარაღის გარეშე).
მწვანე ზონის წესების დარღვევა გამოიწვევს სასჯელს.
სასჯელიBan 3 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
მწვანე ზონის ტერიტორიები
ექიმის ოფისი, საავადმყოფო და აფთიაქი (ყველა ქალაქში).
ეკლესიები, სასწავლებლები და ადმინისტრაციული შენობები.
მაღაზიები, ბანკები და ქალაქების ცენტრალური მოედნები.
ოჯახის/ჯგუფის რანჩო (150 მეტრის რადიუსში ან პირველ გზაჯვარედინამდე).
მკვიდრი ამერიკელების (ინდიელების) სოფელი Wapiti.
ყველა ქალაქი არის მწვანე ზონა Van Horn ის გარდა!
ბანკის ზონა
ბანკის შიგნით ძარცვა დაშვებულია მხოლოდ სკრიპტული ბანკის ძარცვის ფარგლებში (იხ. წესი 7.3). სხვა ნებისმიერ დროს ბანკისა და მისი მიმდებარე ტერიტორია ითვლება ჩვეულებრივ მწვანე ზონად.
ყვითელი ზონა (Yellow Zone - რესურსების მოპოვების ტერიტორია)
ყვითელ ზონაში შედის: მაღაროები (რკინა, ქვანახშირი, მარილი, სულფური), ოქროს მდინარეები, ტყე-ჭრის ადგილები, ნავთობის საბადოები, არალეგალური პლანტაციები, არალეგალურად გამოხდილი ამერიკულ არაყის (Moonshine) ქოხები, ნარკოტიკების დასამზადებელი კონკრეტული ადგილი.
წესები: ძარცვა და კონფლიქტი დაშვებულია, თუმცა სავალდებულოა წინასწარი RP ინტერაქცია (მუქარა, დიალოგი).
შეზღუდვა: აკრძალულია დამხმარე ძალის სკრიპტული გამოძახება (SOS/Dispatch) იმ სცენის დროს, სადაც თავად ხართ კონფლიქტის მონაწილე მხარე.
აკრძალულია: [H] ღილაკით NPC ექიმის გამოძახება, შეგიძლიათ მხოლოდ გამოიყენოთ [G] ღილაკი და გამოიძახოთ ნამდვილი ექიმი.
სასჯელიBan 2 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
წითელი ზონა (Red Zone - საბრძოლო ტერიტორია)
სრული საომარი ზონა, სადაც თავდასხმა, ძარცვა და შეიარაღებული დაპირისპირება თავისუფალია. მუდმივი წითელი ზონები: ვან ჰორნი (Van Horn).
შენიშვნა: ძირითადი RP წესები (Fear RP, PG, ბაზისური ინტერაქცია) კვლავ მოქმედებს წითელ ზონაშიც, მაგრამ თავდასხმა, ძარცვა და კონფლიქტი თავისუფალია.
დროებითი წითელი ზონა (საომარი მდგომარეობა)
შერიფს, გუბერნატორს ან ოფიციალურად დამტკიცებული ფრაქციის/ჯგუფის ლიდერს შეუძლია სკრიპტულად გამოაცხადოს დროებითი წითელი ზონა რუკაზე (F1 მენიუდან). გამოცხადების პირობები: მხოლოდ სერიოზული IC მიზეზით (ომი, აჯანყება, ალყა, თავდასხმა). გაფრთხილება: ზონა წინასწარ უნდა გამოცხადდეს ფუნქციონალურად. ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 1 საათი. რისკი: ერთი კონკრეტული პიროვნებისზონაში შესვლა ნებაყოფლობითია, ტერიტორიაზე შესვლით მოთამაშე ავტომატურად აცხადებს თანხმობას შესაძლო საფრთხეზე. (თუმცა გასათვალისწინებელია ის წესები რომლებიც სერვერზე არსებობს შიშთან, სიცოცხლის გაუფრთხილებლობასთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით).
აკრძალულია: როდესაც ზონაში 2 დაპირისპირებული მხარე ბრძოლობს მესამე მხარის ჩარევა. ბოროტად გამოყენების აკრძალვა: კატეგორიულად აკრძალულია საომარი ზონის გამოცხადება ქალაქის ცენტრზე ან საავადმყოფოზე მხოლოდ იმისთვის, რომ მწვანე ზონა გაუქმდეს.
აკრძალულია: [G] ღილაკით ექიმის გამოძახება დროებით წითელ ზონაში.
დასაშვებია: [H] ღილაკით NPC ექიმის გამოძახება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გარშემო არავინ არ იმყოფება და ინტერაქცია დამთავრებულია. (შეტაკების დასრულების შემდეგ მხოლოდ!).
სასჯელიBan 2 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
Safe Zone Abuse (მწვანე ზონის ბოროტად გამოყენება)
აკრძალულია მწვანე ზონის გამოყენება საფრთხისგან თავის დასაღწევად: შეიარაღებული კონფლიქტის ან სროლის დაწყების შემდეგ მწვანე ზონაში თავის შეფარვა/დამალვა. მწვანე ზონის შიგნიდან გარეთ მყოფ მოთამაშეებზე სროლა ან თავდასხმა. მწვანე ზონიდან მოთამაშეების პროვოცირება ან დაცინვა იმის იმედით, რომ იქ ვერ დაგარტყამენ.
სასჯელიBan 2 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
Copbait (სამართალდამცავების/მოთამაშეების გამოტყუება)
აკრძალულია მწვანე ზონიდან ან უსაფრთხო ტერიტორიიდან მოთამაშის (განსაკუთრებით შერიფის/პოლიციელის/გუბერნიის თანამშრომლის და.აშ.) განზრახ გამოტყუება მისი შემდგომი მოკვლის, ძარცვის ან გატაცების მიზნით.
სასჯელიBan 2 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
ზონაში განზრახ შეყვანა
აკრძალულია მოთამაშის მოტყუებით ან იძულებით შეყვანა წითელ/ყვითელ ზონაში მისი სკრიპტული სიკვდილის ან რესპაუნის გამოწვევის მიზნით (უსაფრთხო დისტანცია: მინიმუმ 40 მეტრი).
სასჯელიBan 2 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
სიცოცხლე, სიკვდილი და მედიცინა
სიკვდილის მექანიკა
კრიტიკული დაზიანების მიღებისას პერსონაჟი იმ მომენტშივე არ კვდება, ის გადადის უგონო მდგომარეობაში (Unconscious). ტაიმერი: ეკრანზე იწყება 500-წამიანი (~8 წუთი და 20 წამი) ათვლა. სანამ ტაიმერი არ ამოიწურება, ნებაყოფლობითი რესპაუნი დაბლოკილია. დახმარება: [H] ღილაკით შესაძლებელია NPC ექიმის გამოძახება (30 წამში ერთხელ). [G] ღილაკით შესაძლებელია მოთამაშე IC ექიმის გამოძახება.
ნაადრევი რესპაუნი: ტაიმერის ამოწურვის შემდეგ რესპაუნის არჩევა იწვევს პერსონაჟის ინვენტარის სრულ დაკარგვას. ეს არის სიკვდილის სისტემური ფასი და არ წარმოადგენს ხარვეზს.
სასჯელიBan 1 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
უგონო მოთამაშეზე მოქმედება
- სხეულის ან კიდურების დასახიჩრება/მოკვეთა (გამონაკლისი: ოფიციალურად დამტკიცებული CK), ამორალური ან დამამცირებელი ქმედებები.
- უგონო მოთამაშის გადაყვანა ისეთ მიუვალ ადგილას, სადაც ის ვეღარ გამოიძახებს ექიმს (კლდე, წყალი, რუკის მიღმა ტერიტორია).
- უგონო ან ცოცხალი მოთამაშის ლასოთი ცხენზე გამობმა და თრევა.
დაშვებულია: უგონო პერსონაჟის გაჩხრეკა, ნივთების ამოღება, მისი გადატანა ან ექიმთან წაყვანა.
აკრძალულია:
ექიმის RP და სამედიცინო პერსონალი
პრიორიტეტი: მოთამაშე-ექიმი ყოველთვის პრიორიტეტულია NPC ექიმზე. თუ სერვერზე ონლაინშია ექიმი, მოთამაშე ვალდებულია დაელოდოს მას.
ხარისხიანი RP: ექიმი ვალდებულია მკურნალობა ჩაატაროს სრულყოფილი როლური გათამაშებით (დათვალიერება, ჭრილობის შეფასება ხმოვნად, პრეპარატის მიცემა). „მივიდა-დააჭირა-წავიდა“ ითვლება Fail RP-ად.
ნეიტრალიტეტი: ექიმი არის ნეიტრალური მხარე. მას ეკრძალება პაციენტის კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა სამართალდამცავებისთვის ან კრიმინალებისთვის, თუ ეს წინასწარ შეთანხმებული RP სცენის ნაწილი არ არის. ხელშეუხებლობა: ექიმზე თავდასხმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კატეგორიულად აკრძალულია. გამონაკლისი: ექიმის გატაცება დაშვებულია მხოლოდ მაშინ, თუ სცენა წინასწარ არის დაგეგმილი და ექიმს ჰქონდა რეალური IC ჩართულობა კონფლიქტში.
სასჯელიBan 1 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
თვით-გამოცოცხლება (Revive/პრეპარატი)
სპეციალური პრეპარატით ([K]) თვით-გამოცოცხლება დაშვებულია მხოლოდ მაშინ, როცა სცენა სრულად დასრულებულია და ახლომახლო არავინაა. აკრძალულია პრეპარატის გამოყენება უშუალოდ ბრძოლის დროს ან მოწინააღმდეგის თვალწინ.
სასჯელიBan 1 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
ტრავმის RP (Injuries RP)
გამოცოცხლების/სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ პერსონაჟი არ არის სრულყოფილად ჯანმრთელი: მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში სავალდებულოა ტრავმის გათამაშება: შემცირებული აქტივობა, კოჭლობა, სისუსტე. აკრძალულია მძიმე ფიზიკური დატვირთვა, სირბილი, სიმძიმის აწევა ან ბრძოლაში ხელახლა ჩართვა. უგონო მდგომარეობიდან წამოდგომისთანავე სროლის ან ბრძოლის გაგრძელება ჩაითვლება Powergaming-ად.
სასჯელიBan 3 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
PK (Player Kill) და CK (Character Kill) CK
(პერსონაჟის სამუდამო სიკვდილი): შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრაციის წინასწარი თანხმობით.
მოთხოვნა: CK-ს განაცხადი იწერება Discord-ის #ticket-ში (სავალდებულოა სერიოზული IC მიზეზი, ისტორია და მტკიცებულებები).
ბოროტად გამოყენება: CK უნდა იყოს პერსონაჟის ისტორიის ლოგიკური დასასრული და არა შურისძიების მარტივი იარაღი. ლიმიტი: ერთი მოთამაშის მიერ განხორციელებული CK-ების ლიმიტი შეადგენს მაქსიმუმ 3-ს (მხოლოდ უტყუარი IC საფუძვლით). CK-ს მასობრივად გამოყენება ისჯება შავი სიით. შედეგი: CK-ს შემდეგ ძველი პერსონაჟის ქონება, სახელი, სოციალური კავშირები და მტრობა არ გადადის ახალ პერსონაჟზე.
სასჯელიBan 2 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
ცხენისა და ცხოველების დაზიანება
მოთამაშის ცხენის განზრახ მოკვლა ადეკვატური IC მიზეზის გარეშე აკრძალულია. ველურ დასავლეთში ცხენი პერსონაჟის მთავარი ქონება და RP პარტნიორია. უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების დროს ცხენის დაშავება დაშვებულია, თუმცა ბრძოლის შემდეგ ჯავრის საყრელად „ცხენების ხოცვა“ მკაცრად ისჯება. მოკლული ცხენის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სამედიცინო პრეპარატით ან თავლაში (Stable).
სასჯელიBan 2 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
კრიმინალური საქმიანობა
ოქროს წესი: კრიმინალი არის როლური პროცესის (RP) ინსტრუმენტი და არა თვითმიზანი. თუ მოთამაშის ერთადერთი ინტერესი ნივთების წაღება და სხვებისთვის თამაშის გაფუჭებაა, ის ეწინააღმდეგება სერვერის კონცეფციას.
ძარცვის საერთო წესები
(ქუჩის ძარცვა / ყაჩაღობა) ხელმისაწვდომობა: მწვანე ზონის გარეთ ძარცვა და ყაჩაღობა დაშვებულია ნიღბით (როგორც 1vs1, 2vs1, ისე კრიმინალური ჯგუფების მიერ).
ინტერაქცია: სავალდებულოა წინასწარი ხმოვანი ინტერაქცია, მუქარა და მოთხოვნის მკაფიოდ გაჟღერება. დამორჩილების შანსი: ძარცვისას მსხვერპლს უნდა მიეცეს მოთხოვნების შესრულებისა და გადარჩენის რეალური შანსი.
განმეორებითი ძარცვა: ერთსა და იმავე ჯგუფს ეკრძალება ერთი და იგივე მოთამაშის განმეორებით ძარცვა მოკლე დროში.
სასჯელიBan 2 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
ნივთების ჩამორთმევის წესები (სავალდებულო მინიმუმი)
დაშვებულია: ფულის, იარაღის, რესურსებისა და სხვა ნივთების წაღება. როდესაც მოთამაშე გემორჩილებათ, სავალდებულოა დაუტოვოთ მსხვერპლს: მინიმუმ 1 წყალი და 1 საჭმელი.
თანხა: ყველა შემთხვევაში უნდა წაართვათ მხოლოდ თანხის 50% და ასევე მხოლოდ 1 ხელ უნდა გაიძარცვოს პიროვნება, თუ კრიმინალური დაჯგუფება არიან 5 კაცი არ არის დაშვებული სათითაოდ დაიწყონ ადამიანის ''გალუთვა'' და ყველამ ამოაცალოს თანხა ცალ ცალკე. აკრძალულია: პირადობის საბუთის მოპარვა.
Combat Looting: მკაცრად აკრძალულია მოთამაშის გაჩხრეკა (Looting) ან ნივთების ჩამორთმევა აქტიური სროლის/ორთაბრძოლის მიმდინარეობისას. გაჩხრეკა დასაშვებია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტერიტორიაზე სრული უსაფრთხოება დამყარდება და სროლა დასრულდება.
სასჯელიBan 2 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
მაღაზიისა და ბიზნესის ძარცვა
სერვერზე ონლაინში უნდა იმყოფებოდეს მინიმუმ 4 კანონის წარმომადგენელი მოთამაშის კუთვნილი ბიზნესის/მაღაზიის ძარცვისას მეპატრონე უნდა იმყოფებოდეს ადგილზე ან გაფრთხილებული იყოს IC არხებით. ქულდაუნი: ერთი მაღაზიის ძარცვა დაშვებულია 4 საათში ერთხელ.
სასჯელიBan 2 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
მატარებლისა და ეტლის ძარცვა
მატარებლის ძარცვისა თუ რკინიგზაზე ჩასაფრებისთვის საჭიროა მინიმუმ 3-კაციანი ჯგუფი. სავალდებულოა შემაჩერებელი RP სცენის მომზადება (ბარიკადის მოწყობა, სიგნალი, ხმოვანი გაფრთხილება) და არა მოძრავ შემადგენლობაზე უსიტყვოდ სროლის გახსნა.
სასჯელიBan 2 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
სახლის გატეხვა
გატეხვა დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ IC-ში გაქვთ ინფორმაცია, რომ სახლში ინახება ღირებული ნივთი. აკრძალულია სახლების „კარდაკარ“ სისტემატური ტესტვა. თუ მეპატრონე სახლშია, სავალდებულოა ხმოვანი RP ინტერაქცია. ქულდაუნი: ერთი სახლის გატეხვა დაშვებულია 6 საათში ერთხელ.
სასჯელიBan 5 - 14 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
გატაცება და მძევლად აყვანა
დროის ლიმიტი: მძევლის დაკავების მაქსიმალური დრო შეადგენს 40 წუთს. ამ დროის ამოწურვის შემდეგ მძევალი უნდა გათავისუფლდეს ან სცენა დასრულდეს. მიზანი: გატაცებას უნდა ჰქონდეს მკაფიო IC მიზანი (გამოსასყიდი, ინფორმაციის მიღება, ტყვეთა გაცვლა, შურისძიება). კომუნიკაცია: მძევალს უნდა ჰქონდეს საუბრისა და მოლაპარაკების შესაძლებლობა. აკრძალულია მძევლის უმოქმედოდ (AFK) დატოვება. მპყრობელობა: აკრძალულია ხელფეხშეკრული (hogtied) მოთამაშის ლასოთი ცხენზე გამობმა და თრევა. გათავისუფლების შემდეგ: მძევლის გათავისუფლებისას მასზე NLR არ მოქმედებს, თუმცა სავალდებულოა ტრავმის RP-ის გათამაშება.
სასჯელიBan 2 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
არალეგალური ინდუსტრია
არალეგალური საქმიანობა (Moonshine ქოხები, არალეგალური ველები, შხამების დამზადება, ნადავლის გასაღება) წარმოადგენს სერვერის ეკონომიკის ნაწილს და წახალისებულია. აკრძალულია არალეგალური წარმოება ან პროდუქციის დამზადება ქალაქის ცენტრში ან მწვანე ზონაში. პროდუქციის ტრანსპორტირება და გაყიდვა უნდა იყოს RP-ით გაფორმებული (ეტლი, ჩანთა, პირადი გარიგება).
სასჯელიBan 2 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
იარაღი და სერიული ნომრები
- იარაღის მასობრივი გაყიდვა ან „იარაღის ფაბრიკის“ მოწყობა შესაბამისი RP-ის გარეშე. სასჯელი: Ban 2 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
- აკრძალულია სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლისგან მათი საცავიდან ზედმეტი ოდენობის ნივთების, იარაღების ამოღება იმ მიზნით რომ გაყიდონ ან გააჩუქონ. ეს ყოველივე სერვერის ეკონომიკას აზიანებს. (საწყობიდან გატანა იგივე ‘’სკლად სლივი’’) სასჯელი: Ban 14 - 31 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
ყოველ ცეცხლსასროლ იარაღს აქვს უნიკალური სერიული ნომერი, რომლის გადამოწმებაც კანონის წარმომადგენლებს შეუძლიათ. სერიული ნომრის წაშლა ან გაყალბება წარმოადგენს IC დანაშაულს და შესაძლებელია მხოლოდ იარაღის ოსტატთან (Gunsmith). სახელმწიფო თანამდებობის პირის მიერ კრიმინალებისთვის იარაღის მიყიდვა ითვლება სახელმწიფო ღალატად.
აკრძალულია:
ბანკის ძარცვის წესები
ბანკის ძარცვა
ბანკის ძარცვა დაუშვებელია ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე!
ბანკის ძარცვა წარმოადგენს ლოკალურ დანაშაულს და არა ქალაქის აღების ან მასობრივი კონტროლის მცდელობას. პროცესი უნდა მიმდინარეობდეს ზომიერად და როლურად.
სამართალდამცავების და კრიმინალების რაოდენობა
ძარცვის დასაწყებად აუცილებელია სერვერზე იმყოფებოდეს მინიმუმ 5 შერიფი, რომლებიც არიან On Duty (სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ) მაქსიმუმ 8.
კრიმინალების რაოდენოება უნდა შეადგენდეს მინიმუმ 5 წევრს და მაქსიმუმ 8.
ძარცვამდე ტარდება სისტემური შემოწმება ბრძანებით: /bankrobbery <ქალაქი> (valentine / rhodes / saintdenis / blackwater / armadillo).
საბრძოლო ზონა (Warzone)
ბანკის ძარცვის დაწყებისთანავე ლიდერის/ზამ-ლიდერის მიერ იქმნება საბრძოლო ზონა (Warzone). ზონის ფარგლები: მოიცავს ბანკის შიდა სივრცესა და მიმდებარე ტერიტორიის 50 მეტრს (მხოლოდ არსებული შენობების სახურავებს!).
აკრძალულია კონფლიქტის ზონის ფარგლებს გარეთ გაგრძელება ან ქალაქის სხვა უბნებში გავრცელება.
დროის ლიმიტი
ბანკის ძარცვის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 40 წუთი. თუ ამ დროში ძარცვა ვერ სრულდება, მძარცველები ვალდებულნი არიან დატოვონ ტერიტორია. თუ შერიფები არ გამოცხადდნენ 40 წუთში, მძარცველებს შეუძლიათ დატოვონ ადგილი RP გზით.
მძევლები
მძარცველებს შეუძლიათ აიყვანონ მაქსიმუმ 3 მძევალი (მძევლები უნდა იყვნენ რეალური RP პერსონაჟები).
მოლაპარაკების წესები
აკრძალულია: მოლაპარაკებაზე მოსული პირის მძევლად აყვანა. მოლაპარაკების პროცესის იგნორირება და უმიზეზოდ სროლის გახსნა. მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობა ნებისმიერი მხრიდან (როგორც სახელმწიფო, ისე კრიმინალური სტრუქტურის მიერ).
მესამე მხარის ჩარევა
ბანკის ძარცვის პროცესში მესამე მხარის (სხვა კრიმინალური ჯგუფების/მოქალაქეების) ჩარევა კატეგორიულად აკრძალულია.
მოქალაქეების ქცევა
ზონაში მყოფი მოქალაქე ვალდებულია დაემორჩილოს RP სიტუაციას (გამოიჩინოს შიში, დატოვოს ტერიტორია და ა.შ.). წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში შესაძლებელია მისი მძევლად აყვანა და უკიდურეს შემთხვევაში მკვლელობაც დასაშვებია, თუმცა აუცილებელია არსებობდეს ლოგიკური RP მიზეზი.
ლოკალური კონფლიქტი
ბანკის ძარცვის დროს აკრძალულია ქალაქის მასშტაბით სროლა, დევნა ან ქაოსის შექმნა. ბანკის ძარცვა არის ლოკალური საბრძოლო ზონა და არა ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები.
მძარცველების მოთხოვნები
მძარცველებს უნდა ჰქონდეთ მკაფიო მოთხოვნები (ფული, ტრანსპორტი, უსაფრთხო დერეფანი/გასვლა) და ვალდებულნი არიან სცადონ მოლაპარაკება.
სახელმწიფო სტრუქტურების ვალდებულებები
სახელმწიფო სტრუქტურებს ეკრძალებათ: დაუყოვნებლივი შტურმი მოლაპარაკების გარეშე. Powergaming ან არარეალისტური ქცევა. მძევლების სიცოცხლის რისკის იგნორირება (მძევლების უსაფრთხოება არის მთავარი პრიორიტეტი). არაკოორდინირებული მოქმედება ოპერაციის დროს. მოლაპარაკებას უნდა უძღვებოდეს ერთი პასუხისმგებელი პირი, ხოლო დანარჩენები მოქმედებენ მისი მითითებების მიხედვით. დაუფიქრებელი შტურმი ითვლება არასწორ RP ქცევად.
პანიკის დათესვის აკრძალვა (Non-RP / ქალაქის რეიდი)
აკრძალულია ისეთი განცხადებების გაკეთება, რომლებიც ქმნის ქალაქის აღების ან მასობრივი პანიკის შთაბეჭდილებას (მაგ. „ქალაქი დატოვეთ!“, „ყველა გაიქეცით ქალაქიდან!“ და ა.შ.). ქალაქის მასშტაბით პანიკის შექმნა ითვლება Non-RP ქცევად. შენიშვნა: კრიმინალური დაჯგუფების მხრიდან ამ წესების დარღვევა ჩაითვლება ქალაქის რეიდად.
იერარქია და გავრცელების სფერო
ეს წესები ვრცელდება ყველა სახელმწიფო სტრუქტურაზე (შერიფები, არმია, მარშალი და სხვა სამართალდამცველები). ყველა მონაწილე ვალდებულია დაიცვას იერარქია, კომუნიკაცია და ერთიანი ოპერაციული კონტროლი.
სასჯელიბანკის ძარცვის წესების დარღვევა იწვევს: ფრაქციის გაფრთხილებას (Faction Warn).
- ლიდერის 7 - 14 დღემდე ბანს(ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ).
- მძიმე დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაცია ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას ლიდერისა თუ RP სიტუაციაში მყოფი პირების ბანის ხანგრძლივობაზე, ასევე ფრაქციისთვის დასაწერი გაფრთხილებების რაოდენობაზე.
კრიმინალური დაჯგუფება და ოჯახი
ჯგუფის ოფიციალური სტატუსი კრიმინალური ჯგუფი, ბანდა ან ოჯახი იქმნება მხოლოდ ადმინისტრაციის ოფიციალური დამტკიცებით. განაცხადი იწერება შესაბამის არხში და უნდა შეიცავდეს:
- ჯგუფის სახელსა და ისტორიას (backstory);
- ლიდერისა და წევრების პერსონაჟების სიას;
- საქმიანობის ტიპსა და IC მოტივაციას თუ რატომ გახდნენ კრიმინალები.
- ტერიტორიას ან ბაზას.დაუმტკიცებელ (არაფორმალურ) ჯგუფს ეკრძალება ორგანიზებული მასშტაბური კრიმინალური ოპერაციების ჩატარება.
წევრების მინიმალური რაოდენობა ჯგუფს უნდა ჰყავდეს მინიმუმ 5 აქტიური წევრი კრიმინალური ქმედების განსახორციელებლად. (გააჩნია კრიმინალურ ქმედებას)
IC ისტორია და მოტივი ოჯახები და ჯგუფები, რომლებიც ჩადიან დანაშაულს, ვალდებულნი არიან ჰქონდეთ მკაფიო IC მიზეზი და ისტორია. „მოწყენილი ვიყავით“ ან „უბრალოდ გასართობად ვაკეთებთ“ არ წარმოადგენს როლურ მიზეზს.
ჯგუფური ომები (Gangs War) ჯგუფებს შორის ომი ცხადდება მხოლოდ სერიოზული IC საფუძვლით (ტერიტორიული დავა, ღალატი, სისხლის აღება, ვალი, ღირსების შელახვა და ა.შ). სავალდებულოა ომის ოფიციალურად, IC გზით გამოცხადება (წერილი, შეტყობინება, პოსტერი, ულტიმატუმი).
ყალბი ალიანსი და ფიქტიური ომი
ორ დაჯგუფებას შორის ალიანსის დადება უნდა შეთანხმდეს ადმინისტრაციასთან და საჭიროა IC მიზეზის და მისი დამამტკიცებელი ვიდეო ფიქსაციის წარდგენა, ადმინისტრაცია შემდეგ განიხილავს ამ ყოველივეს და გასცემს ან დასტურს ან უარყოფას.
OOC შეთანხმებით მოქმედი ჯგუფები, რომლებიც IC-ში ვითომ „მტრობენ“ ერთმანეთს ან პირიქით ვითომ მეგობრები არიან და ალიანსი არიან მაშინ როდესაც არ გააჩნიათ ოფიციალური დასტური, ჩაითვლებიან Metagaming-ის წესის დამრღვევებად.
სასჯელიდარღვევა იწვევს ორივე ჯგუფის დაუყოვნებლივ დაშლას.
- ლიდერის 5 - 14 დღემდე ბანს ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
- მძიმე დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაცია ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას ლიდერისა თუ RP სიტუაციაში მყოფი პირების ბანის ხანგრძლივობაზე, ასევე ფრაქციისთვის დასაწერი გაფრთხილებების რაოდენობაზე.
ლიდერის პასუხისმგებლობა და სასჯელები ჯგუფის ლიდერი პირადად აგებს პასუხს თავისი წევრების ქცევასა და წესების დაცვაზე. წევრების მხრიდან სისტემატური დარღვევებისას სასჯელი ვრცელდება მთლიან ჯგუფზე:
- ჯგუფის საწყობის 30% / 50% / 100%-ით დაცლა (ეტაპობრივად);
- ლიდერისთვის 5 - 14 დღემდე ბანი ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
- განსაკუთრებით მძიმე დარღვევისას : ჯგუფის სრული ლიკვიდაცია (დაშლა) და ტერიტორიის ჩამორთმევა.
ჯგუფის ქონება ჯგუფის კუთვნილი ქონება (სახლი, ბიზნესი, ტერიტორია, საწყობი) გადაცემა ან გაყიდვა შესაძლებელია მხოლოდ IC-ში, ადმინისტრაციის წინასწარი შეთანხმებით. ნებისმიერი OOC გარიგება ითვლება ბათილად და ისჯება 15 - 31 დღემდე. (თუ დაფიქსირდა და გაჩნდა ეჭვი რომ ნამდვილ ფულზე ყიდის მოთამაშე მის ქონებას დაისჯება სამუდამო შავი სიით)
საწყობის დაცლის აკრძალვა („სლივ სკლადი“) კატეგორიულად აკრძალულია ჯგუფის საწყობის მასობრივად დაცლა ან ნივთების მითვისება ჯგუფის დაშლის, ომის წაგების ან ადმინისტრაციული სასჯელის მოლოდინში.
სასჯელიBan 5 - 14 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ / ლიდერის ან ფრაქციის გაფრთხილება.
ორმაგი წევრობის აკრძალვა
ნებისმიერი მოთამაშე ვალდებულია და დაშვებულია იყოს მხოლოდ ერთ ოფიციალურ ორგანიზაციაში (უნდა აირჩიოს კრაიმი ან სახელმწიფო სტრუქტურა).
დაუშვებელია: მოთამაშე იმყოფებოდეს შერიფთა დეპარტამენტში და ამავდროულად მისი ოჯახი იყოს კრიმინალური დაჯგუფება და მათთან ერთად ეწეოდეს კრიმინალურ საქმიანობას. (სერვერზე Bad პერსონაჟების ლორები და დადასტურება ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს).
სასჯელიBan 5 - 14 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ / ლიდერის ან ფრაქციის გაფრთხილება.
სახელმწიფო სტრუქტურა (აშშ)
ოქროს წესი: სახელმწიფო სტრუქტურები მოქმედებენ მკაცრად IC პროტოკოლით, სამართლებრივი იერარქიითა და ეპოქის შესაბამისი რეგლამენტით. OOC ნდობა ან პირადი სიმპათიები არ განსაზღვრავს უფლებამოსილებას.
სახელმწიფო სტრუქტურა და იერარქია (აშშ) სახელმწიფო სტრუქტურა შედგება შემდეგი ორგანოებისგან და დაყოფილია მკაცრ იერარქიულ საფეხურებად (უმაღლესიდან დაბლისკენ):
- ვაშინგტონი (პრეზიდენტი) უმაღლესი სახელმწიფო და აღმასრულებელი ხელისუფლება. (ვაშინგტონი და პრეზიდენტი ზოგადად წარმოადგენს ადმინისტრაციას, მოთამაშეებმა ყველანაირად უნდა ეცადონ რომ არ ახსენონ უბრალოდ ჰაერზე ვაშინგტონი ან პრეზიდენტი. ადმინისტრაციის ჩარევა არის ბოლო უკიდურესი საფეხური RP სიტუაციაში. პრეზიდენტი - წარმოადგენს მთავარ ადმინისტრატორს. თუ მაინცდამაინც RP სიტუაციაში ჩარევა მოუწევს, ყველაზე რეკომენდირებული იქნება დისქორდში განხილვის მაგივრად მთავარმა ადმინისტრატორმა RP გზით ჩავიდეს და მოაგვაროს გარკვეული მხარეების კონფლიქტი. გააჩნია სიტუაციას.)
- სასამართლო / მოსამართლე უმაღლესი სასამართლო ხელისუფლება და მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო. (მოსამართლეს ნიშნავს ვაშინგტონი და პრეზიდენტი ანუ ადმინისტრაცია).
- პროკურატურა / მთავარი პროკურორი სახელმწიფოს მთავარი იურისტი, უძღვება სერიოზული დანაშაულების გამოძიებას, ამოწმებს შერიფების მოქმედებების კანონიერებას და სასამართლოში გამოდის სახელმწიფო ბრალმდებლად (ითხოვს დამნაშავის დასჯას).
- მთავრობა (Government) / გუბერნატორი შტატის აღმასრულებელი ხელისუფლება და ადმინისტრაციული მმართველობა.
- შერიფთა დეპარტამენტი / მარშალი სამართალდამცავი ორგანო, საზოგადოებრივი წესრიგისა და კანონის აღმსრულებელი ორგანო.
სამსახურებრივი მოვალეობა (/duty)
- /duty: როდესაც სახელმწიფო სტრუქტურის წევრი იმყოფება /duty ზე, ის აუცილებლად უნდა ასრულებდეს სახელმწიფო მოვალეობას. აკრძალულია: AFK დატოვება პერსონაჟის, მისი ფორმის გარეშე ყოფნა და ა.შ.
- ვიზუალური მხარე: ფორმა, იარაღი და აღჭურვილობა სავალდებულოა და უნდა შეესაბამებოდეს ეპოქასა და დაკავებულ თანამდებობას.
- სამსახურის გარეთ: /duty-ს გარეშე მყოფი კანონის წარმომადგენელი ითვლება ჩვეულებრივ მოქალაქედ და არ გააჩნია სამსახურებრივი უფლებამოსილება.
- სცენის არიდება: კატეგორიულად აკრძალულია /duty-დან გასვლა დაკავების, თავდასხმის ან RP სცენის თავიდან ასაცილებლად.
სასჯელიBan 2 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ / ლიდერის ან ფრაქციის გაფრთხილება.
ძალის გამოყენების იერარქია (სავალდებულო) ძალის გამოყენება უნდა მოხდეს თანმიმდევრულად: სიტყვიერი გაფრთხილება → ფიზიკური შეკავება → ლასოს გამოყენება → ცეცხლსასროლი იარაღი
დაუყოვნებელი ცეცხლის გახსნა დაშვებულია მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენს ან სხვა პიროვნების სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.
ორმაგი როლის აკრძალვა აკრძალულია სახელმწიფო სტრუქტურაში ყოფნა და ამავდროულად კრიმინალური ჯგუფის/ბანდის წევრობა.
სასჯელიBan 5 - 14 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ / ლიდერის ან ფრაქციის გაფრთხილება.
დაკავება და პატიმრობა
- აღრიცხვა: ყოველი დაკავება სავალდებულოა დაფიქსირდეს MDT სისტემაში (ვინ, რატომ, რომელ მუხლზე დაყრდნობით).
- დაკავებულის უფლებები: დაკავებულს აქვს უფლება იცოდეს ბრალდება, მოითხოვოს ექიმი ან ადვოკატი და ჰქონდეს თავის დაცვის შესაძლებლობა. (ადვოკატი,სასამართლო,პროკურატურა).
- დროის ლიმიტი: ციხეში (სისიკა) გადაყვანამდე დაყოვნების მაქსიმალური ვადაა 30 წუთი (თუ სცენა ბუნებრივად და RP-ით გაიწელა, დარღვევად არ ჩაითვლება).
- AFK პატიმრობა: აკრძალულია დაკავებულის საკანში უყურადღებოდ მიტოვება („დავიწყება“).
სასჯელიBan 2 - 14 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ / ლიდერის ან ფრაქციის გაფრთხილება.
სიკვდილით დასჯა (ჩამოხრჩობა / ელექტრო-სკამი)
- სიკვდილით დასჯა ხორციელდება მხოლოდ IC სასამართლო პროცესისა და ადმინისტრაციის ოფიციალური ნებართვის შემდეგ.
- პროცედურა: სავალდებულოა ოფიციალური ბრალდება, მოწმეების დასწრება, დაცვის უფლება, განაჩენის გამოტანა და მისი საჯარო გამოცხადება.
- სიკვდილით დასჯა ნიშნავს CK-ს.
ადმინისტრაციის დასტურის გარეშე ჩატარებული პროცესი უქმდება და ბათილდება.
სასჯელიBan 7 - 31 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ / ლიდერის ან ფრაქციის გაფრთხილება.
Fear RP სახელმწიფო სტრუქტურისთვის სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი ვალდებულია დაემორჩილოს გამტაცებელს Fear RP-ის პირობებში (ცხოვრების დაფასება).
გამონაკლისი: წინასწარ დაგეგმილი და კოორდინირებული ჩასაფრების ოპერაცია.
სასჯელიფრაქციის გაფრთხილება, ლიდერის გაფრთხილება / Ban 7 - 31 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
მძიმე აღჭურვილობა და სპეც-ტრანსპორტი საომარი ეტლის, ზარბაზნის ან განსაკუთრებული მძიმე აღჭურვილობის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ ადმინისტრაციის წინასწარი თანხმობით.
სასჯელიBan 7 - 31 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ / ლიდერის ან ფრაქციის გაფრთხილება.
არჩევნები და მმართველი ორგანო
- გუბერნატორი აირჩევა IC არჩევნების (კენჭისყრის) გზით.
- წინასაარჩევნო კამპანია უნდა ტარდებოდეს IC არხებით (გაზეთი, პოსტერები, საჯარო გამოსვლები).
- აკრძალულია ხმების ყიდვა OOC გზით ან Discord-ში აგიტაციის გაწევა.
- გუბერნატორის მიერ მიღებული კანონები, გადასახადები და ლიცენზიები მოქმედებს მხოლოდ IC-ში და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სერვერის ძირითად წესებს.
სასჯელიBan 7 - 31 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ / ლიდერის ან ფრაქციის გაფრთხილება.
ლიდერის პასუხისმგებლობა სტრუქტურის ლიდერი (მარშალი, მთავარი პროკურორი, გუბერნატორი) სრულად აგებს პასუხს ქვეშევრდომთა ქცევაზე. სისტემატური დარღვევებისას ლიდერს ეკისრება:
- ბანი 7 - 31 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
- თანამდებობიდან გადაყენება
- სტრუქტურის საწყობის სრული/ნაწილობრივი კონფისკაცია.
სახელმწიფო ქონების მითვისება კატეგორიულად აკრძალულია სახელმწიფო საწყობიდან იარაღის, ჯავშნის ან აღჭურვილობის გატანა/გაყიდვა პირადი მოგებისა თუ კრიმინალური საქმიანობისთვის.
სასჯელიBan 14 - 31 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
სახელმწიფო და სამხედრო სტრუქტურა (მექსიკა)
ოქროს წესი: მექსიკის ტერიტორიაზე მოქმედებს სამხედრო-ადმინისტრაციული მმართველობის სისტემა. სტრუქტურები მოქმედებენ მკაცრად IC პროტოკოლით, სამხედრო იერარქიითა და ეპოქის შესაბამისი რეგლამენტით. OOC ნდობა ან პირადი სიმპათიები არ განსაზღვრავს უფლებამოსილებას.
სახელმწიფო სტრუქტურა და იერარქია (მექსიკა)
- მეხიკო (პრეზიდენტი / გენერალიტეტი): უმაღლესი სახელმწიფო, პოლიტიკური და სამხედრო ხელისუფლება. (მეხიკო და გენერალიტეტი წარმოადგენს ადმინისტრაციას. მოთამაშეებმა მაქსიმალურად უნდა აარიდონ თავი ჰაერზე მეხიკოს ხსენებას. ადმინისტრაციის ჩარევა არის ბოლო უკიდურესი საფეხური. პრეზიდენტი წარმოადგენს მთავარ ადმინისტრატორს. თუ RP სიტუაციაში ჩარევა გახდა საჭირო, რეკომენდირებულია მთავარმა ადმინისტრატორმა RP გზით ჩავიდეს ადგილზე და მოაგვაროს მხარეთა კონფლიქტი).
- El Comandante (კომენდანტი / სამხედრო მმართველი): რეგიონის/შტატის უმაღლესი სამხედრო და ადმინისტრაციული ხელმძღვანელი. პასუხისმგებელია რეგიონის უსაფრთხოებაზე, ჯარის მართვასა და მექსიკის ხელისუფლების ბრძანებების აღსრულებაზე.
- El Comisario (კომისარი / ადგილობრივი მმართველი): ქალაქისა და დასახლების სამართალდამცავი ხელმძღვანელი. უძღვება ადგილობრივ პოლიციას, პასუხისმგებელია ყოველდღიური წესრიგის დაცვასა და მცირე დავების გადაწყვეტაზე.
- Ejército Mexicano (მექსიკის არმია / პოლიცია): სამხედრო ძალა, რომელიც იცავს საზღვრებს, უზრუნველყოფს ქალაქების უსაფრთხოებას და უპირობოდ ემორჩილება Comandante-სა და Comisario-ს.
მექსიკის ტერიტორიაზე სახელმწიფო სტრუქტურა შედგება შემდეგი ორგანოებისგან და დაყოფილია მკაცრ იერარქიულ საფეხურებად (უმაღლესიდან დაბლისკენ):
სამსახურებრივი მოვალეობა (/duty)
- /duty: როდესაც სახელმწიფო სტრუქტურის წევრი იმყოფება /duty-ზე, ის აუცილებლად უნდა ასრულებდეს სახელმწიფო/სამხედრო მოვალეობას. აკრძალულია: AFK დატოვება პერსონაჟის, მისი ფორმის გარეშე ყოფნა და ა.შ.
- ვიზუალური მხარე: სამხედრო/პოლიციური ფორმა, შეიარაღება და ემბლემა სავალდებულოა და უნდა შეესაბამებოდეს მექსიკის არმიის/პოლიციის ეპოქალურ სტანდარტს.
- სამსახურის გარეთ: /duty-ს გარეშე მყოფი სამხედრო პირი ან კომისარი ითვლება ჩვეულებრივ მოქალაქედ და არ გააჩნია სამსახურებრივი უფლებამოსილება.
- სცენის არიდება: კატეგორიულად აკრძალულია /duty-დან გასვლა დაკავების, თავდასხმის ან RP სცენის თავიდან ასაცილებლად.
სასჯელიBan 2 - 7 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ / ლიდერის ან ფრაქციის გაფრთხილება.
ძალის გამოყენების იერარქია (სავალდებულო)
ძალის გამოყენება უნდა მოხდეს თანმიმდევრულად:
სამხედრო ბრძანება / გაფრთხილება → ფიზიკური შეკავება → ლასოს გამოყენება → ცეცხლსასროლი იარაღი
დაუყოვნებლივი ცეცხლის გახსნა დაშვებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენს ან სხვა პიროვნების სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე (ან სამხედრო ამბოხის / არმიაზე თავდასხმის დროს).
ორმაგი როლის აკრძალვა
აკრძალულია მექსიკის არმიაში/პოლიციაში მსახური და ამავდროულად კრიმინალური ბანდის, ჯგუფის ან მეამბოხეთა მოძრაობის წევრობა.
სასჯელიBan 5 - 14 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ / ლიდერის ან ფრაქციის გაფრთხილება.
დაკავება და სამხედრო ტყვეობა
- აღრიცხვა: ყოველი დაკავება სავალდებულოა დაფიქსირდეს MDT სისტემაში ან შიდა სამხედრო აღრიცხვის ჟურნალში (ვინ, რატომ, რომელ მუხლზე დაყრდნობით).
- დაკავებულის უფლებები: დაკავებულს აქვს უფლება იცოდეს ბრალდება, მოითხოვოს ექიმი ან შეხვედრა El Comisario/El Comandante-სთან და ჰქონდეს თავის დაცვის შესაძლებლობა.
- დროის ლიმიტი: სამხედრო საკანში ან ციხეში გადაყვანამდე დაყოვნების მაქსიმალური ვადაა 30 წუთი (თუ სცენა ბუნებრივად და RP-ით გაიწელა, დარღვევად არ ჩაითვლება).
- AFK პატიმრობა: აკრძალულია დაკავებულის საკანში უყურადღებოდ მიტოვება („დავიწყება“).
სასჯელიBan 2 - 14 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ / ლიდერის ან ფრაქციის გაფრთხილება.
სიკვდილით დასჯა (დახვრეტა / ჩამოხრჩობა)
- სიკვდილით დასჯა ხორციელდება მხოლოდ IC სამხედრო ტრიბუნალის/სასამართლო პროცესისა და ადმინისტრაციის ოფიციალური ნებართვის შემდეგ.
- პროცედურა: სავალდებულოა ოფიციალური ბრალდება (მაგ. სამხედრო ღალატი, ამბოხი), მოწმეების დასწრება, დაცვის უფლება, განაჩენის გამოტანა და მისი საჯარო გამოცხადება.
- სიკვდილით დასჯა ნიშნავს CK-ს.
- ადმინისტრაციის დასტურის გარეშე ჩატარებული პროცესი უქმდება და ბათილდება.
სასჯელიBan 7 - 31 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ / ლიდერის ან ფრაქციის გაფრთხილება.
Fear RP მექსიკის სამხედრო სტრუქტურისთვის
მექსიკის არმიის ან პოლიციის წარმომადგენელი ვალდებულია დაემორჩილოს გამტაცებელს Fear RP-ის პირობებში (ცხოვრების დაფასება).
გამონაკლისი: წინასწარ დაგეგმილი და კოორდინირებული სამხედრო ოპერაცია ან ჩასაფრება.
სასჯელიფრაქციის გაფრთხილება, ლიდერის გაფრთხილება / Ban 7 - 31 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
მძიმე აღჭურვილობა და არტილერია
ზარბაზნის, ქვემეხის, საომარი ეტლის ან განსაკუთრებული მძიმე სამხედრო აღჭურვილობის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ ადმინისტრაციის წინასწარი თანხმობით.
სასჯელიBan 7 - 31 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ / ლიდერის ან ფრაქციის გაფრთხილება.
მმართველობა და დეკრეტები
- El Comandante და El Comisario ინიშნებიან IC/OOC შეთანხმებით (ადმინისტრაციული დამტკიცებით).
- სამხედრო დეკრეტები, ადგილობრივი გადასახადები და წესები მოქმედებს მხოლოდ მექსიკის ტერიტორიაზე IC-ში და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სერვერის ძირითად წესებს.
სასჯელიBan 7 - 31 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ / ლიდერის ან ფრაქციის გაფრთხილება.
ლიდერის პასუხისმგებლობა
სტრუქტურის ლიდერი (El Comandante, El Comisario) სრულად აგებს პასუხს ქვეშევრდომთა ქცევაზე. სისტემატური დარღვევებისას ლიდერს ეკისრება:
სასჯელიბანი 7 - 31 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
- თანამდებობიდან გადაყენება.
- სტრუქტურის საწყობის სრული/ნაწილობრივი კონფისკაცია.
სამხედრო ქონების მითვისება
კატეგორიულად აკრძალულია მექსიკის არმიის/პოლიციის საწყობიდან იარაღის, ტყვია-წამლის ან აღჭურვილობის გატანა/გაყიდვა პირადი მოგებისა თუ კრიმინალური/მეამბოხე საქმიანობისთვის.
სასჯელიBan 14 - 31 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
მკვიდრი მოსახლეობა (Wapiti)
ისტორიული კონტექსტი: 1902 წლისთვის მკვიდრ მოსახლეობას (ინდიელებს) წართმეული აქვს საკუთარი ისტორიული მიწების უდიდესი ნაწილი, რითაც დაკარგული აქვთ თავისუფლება და გადარჩენისთვის იბრძვიან ვაპიტის (Wapiti) რეზერვაციაში. მკვიდრი მოსახლეობა არ არის უბრალოდ „კიდევ ერთი ფრაქცია ქალაქში“, ისინი არიან თავისი კულტურის, ტრადიციებისა და წინაპრების სულის დამცველები.
RP-ის მთავარი მიმართულება: ინდიელების RP უნდა დაიწყოს ჩაკეტილი, განდეგილური, ფრთხილი და ცივი პოზიციით თეთრკანიანებისა და ამერიკული ხელისუფლების მიმართ. აკრძალულია ამერიკელებთან უმიზეზოდ მეგობრობა, ქალაქებში უშინაარსოდ ხეტიალი და ისე ქცევა, თითქოს არაფერი მომხდარა. ნდობის მოპოვება და ურთიერთობის დათბობა შესაძლებელია მხოლოდ ხანგრძლივი, სერიოზული და ღრმა IC/RP ესკალაციის შემდეგ.
ისტორიული და კულტურული კონტექსტი მკვიდრი პერსონაჟი ვალდებულია ასახავდეს 1902 წლის ისტორიულ რეალობას: ტომის კულტურას, სულიერ რწმენას, ტრადიციებს, იერარქიასა და ბუნებასთან ჰარმონიულ დამოკიდებულებას. RP უნდა იყოს სერიოზული, დრამატული და სიღრმისეული.
ტომის შემადგენლობა და იერარქია ტომს უნდა ჰყავდეს მინიმუმ 5 აქტიური წევრი და ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული ბელადი (ლიდერი). ტომში მოქმედებს მკაცრი შიდა იერარქია, სადაც ბელადისა და უხუცესების სიტყვა კანონია.
ენობრივი ბარიერი და მეტყველება მკვიდრი პერსონაჟი საუბრობს გატეხილი, არაგრამატიკული ამერიკულით (ქართულით), რაც ასახავს ენობრივ ბარიერსა და მშობლიურ აქცენტს. უცხოებთან კომუნიკაცია უნდა იყოს მოკლე, თავშეკავებული და სიტყვაძუნწი.
შეიარაღება და საბრძოლო სტილი
- მკვიდრი პერსონაჟი ძირითადად იყენებს ეპოქურ და ტომობრივ იარაღს: მშვილდი, ცეცხლოვანი ისარი, ტომაჰავკი, ბოლა, სასროლი დანა/ნაჯახი.
- ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დაშვებულია პერიოდულად (სანადიროდ ან თავდაცვისთვის), თუმცა ის არ უნდა წარმოადგენდეს პერსონაჟის ძირითად იდენტობას.
ტომობრივი ექსკლუზივი და გაყიდვის აკრძალვა
- სპეციფიკური ნივთები: ცეცხლოვანი ისრები, ტრადიციული საკურნებელი ნარევები/ბალახები, საწესო საგნები, ტომობრივი სამოსი და საბრძოლო შეღებვა (War Paint) განკუთვნილია მხოლოდ მკვიდრი მოსახლეობისთვის.
- სხვა რასის/ფრაქციის მოთამაშეების მიერ მათი გამოყენება მკაცრად აკრძალულია.
- ვაჭრობის აკრძალვა: კატეგორიულად აკრძალულია ტომობრივი ექსკლუზიური ნივთების გაყიდვა, ჩუქება ან გადაცემა უცხო/სხვა რასის პერსონაჟებისთვის.
- გამონაკლისი: მხოლოდ გაუმჯობესებული მშვილდი (Improved Bow) არის ნებადართული გასაყიდად და ხელმისაწვდომია ყველა მოთამაშისთვის.
ვაპიტის (Wapiti) ტერიტორია და უსაფრთხოება
- ტომის სოფელი (Wapiti) წარმოადგენს მწვანე ზონას.
- სოფელზე ან რეზერვაციაზე შეიარაღებული თავდასხმა (სახელმწიფო სტრუქტურის, არმიის ან კრიმინალური ჯგუფის მხრიდან) დაშვებულია მხოლოდ ადმინისტრაციის წინასწარი ნებართვით და ხანგრძლივი IC ესკალაციის შემდეგ (დიპლომატიური მცდელობა → ულტიმატუმი → კონფლიქტი).
კულტურის პატივისცემა (Non-RP კოსტიუმირების აკრძალვა) აკრძალულია მკვიდრი კულტურის, ტრადიციებისა თუ რიტუალების დაცინვა, პაროდირება ან მასხრად აგდება OOC/IC დონეზე. ტომი არის სერიოზული RP მიმართულება და არა „გასართობი კოსტიუმი“.
ვაპიტის მარილის ტერიტორია და რესურსების დაცვა
- ვაპიტის ტერიტორიაზე მდებარე მარილის საბადო და ბუნებრივი რესურსები ითვლება ტომის საკუთრებად.
- უცხო/სხვა რასის პერსონაჟის მიერ მარილის მოპოვება ან ქურდობა ითვლება ტომის მიწაზე შეჭრად და მტრობად.
- ცეცხლის გახსნის უფლება: თუ მკვიდრი მოსახლეობის წევრი წაასწრებს უცხო პირს მარილის მოპარვისას ან ტერიტორიაზე უნებართვოდ შეჭრისას, მას აქვს სრული უფლება გაუფრთხილებლად გახსნას ცეცხლი / შეუტიოს (ეს არ ჩაითვლება DM-ად).
წესების დარღვევისას (Non-RP ქცევა, ამერიკელებთან უაზრო დაახლოება რეზერვაციის გარეთ, კულტურის დაცინვა ან ტომობრივი ნივთების უკანონო გადაცემა):
Ban 2-დან 31 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ / ტომის ლიდერის გაფრთხილება / მძიმე შემთხვევაში ტომის დაშლა.
რეიდი
ოქროს წესი: რეიდი არის მასშტაბური კოორდინირებული ოპერაცია და სერიოზული IC კონფლიქტის დაგვირგვინება. კატეგორიულად აკრძალულია რეიდის ჩატარება უმიზეზოდ, OOC მტრობით ან ადმინისტრაციის გვერდის ავლით.
რეიდის განმარტება
რეიდი არის ჯგუფის კოორდინირებული შეტევა სხვა ჯგუფის/ფრაქციის ბაზაზე, რანჩოზე ან ტერიტორიაზე.
ადმინისტრაციის დადასტურება (#ticket)
- შემტევი და დამცველი მხარე;
- მკაფიო IC მიზეზი და ისტორია (მტკიცებულებებით);
- ოპერაციის ჩატარების დრო და მონაწილეთა რაოდენობა.
რეიდის ჩატარება მოითხოვს ადმინისტრაციის ოფიციალურ დასტურს. შემტევი ჯგუფის ლიდერი ვალდებულია გახსნას #ticket და წარადგინოს:
ადმინისტრაციისა და მოწინააღმდეგის გაფრთხილება
შემტევი მხარე ვალდებულია რეიდის დაწყებამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე აცნობოს ადმინისტრაციას მზადყოფნის შესახებ.
სავალდებულო IC გამოცხადება
რეიდამდე სავალდებულოა ოფიციალური IC გამოცხადება (ულტიმატუმი, გაფრთხილება ან ომის შეტყობინება წერილობით/ხმოვნად). უსიტყვო რეიდი ბათილია და ჩაითვლება Non-RP ქცევად / DM-ად.
მონაწილეთა რიცხობრივი ლიმიტი
- შემტევი მხარე: მაქსიმუმ 10 ადამიანი.
- დამცველი მხარე: მაქსიმუმ 15 ადამიანი.
რეიდის Cooldown
ერთი და იგივე ჯგუფი ვერ ჩაატარებს ორ რეიდს 24 საათის განმავლობაში იმავე სამიზნეზე.
Fear RP რეიდის დროს
- მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან დააფასონ საკუთარი პერსონაჟის სიცოცხლე, დაუშვებელია იარაღის ქვეშ უაზროდ გადახტომა, ალყაში მოქცევისას წინააღმდეგობის უმიზეზოდ გაწევა ან სიკვდილზე წასვლა შიშის გარეშე.
- მძიმედ დაჭრილი პერსონაჟი ვალდებულია ითამაშოს შესაბამისი დაზიანება და არ გააგრძელოს ბრძოლა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა..
რეიდის მიმდინარეობისას მოქმედებს Fear RP (სიცოცხლის დაფასება):
რეიდის დროის ფანჯარა
რეიდის ჩატარება დაშვებულია 20:00-დან 01:00 საათამდე. ამ დროის ფანჯრის გარეთ ადმინისტრაცია უფლებამოსილია დაუყოვნებლივ გააჩეროს ოპერაცია.
ოპერაციების შეზღუდვა რეიდის შემდეგ
რეიდის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში მონაწილე ჯგუფებს ეკრძალებათ სხვა მასშტაბური ოპერაციების ჩატარება (ბანკის ძარცვა, გატაცება, მაღაზიის ძარცვა).
ნადავლის ლიმიტი
რეიდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შემტევ მხარეს აქვს უფლება წაიღოს მოწინააღმდეგის საწყობისა და ეტლების მაქსიმუმ 30%. საწყობის სრული დაცლა („გასუფთავება“) მკაცრად აკრძალულია.
საწყობის ხელოვნური დაცლის აკრძალვა
რეიდის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, დამცველ მხარეს კატეგორიულად ეკრძალება ნივთების/რესურსების საწყობიდან ეტლებში, ცხენებში ან პირად ინვენტარში გადამალვა. დაშვებულია მხოლოდ უშუალოდ ბრძოლისთვის საჭირო იარაღისა და აღჭურვილობის აღება.
Raid Logging (სერვერიდან გასვლა)
რეიდის დაწყების, მიმდინარეობის ან დასრულების პროცესში სერვერიდან გასვლა ითვლება Combat Logging-ად.
სასჯელიწესების დარღვევის, უსიტყვო რეიდის ან საწყობის გადამალვისას: Ban 7 - 31 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ / ფრაქციის ან ლიდერის გაფრთხილება.
- Raid Logging: ისჯება როგორც Combat Logging (Ban 7-14 დღემდე) + ფრაქციის გაფრთხილება / საწყობის ჩამორთმევა.
ეკონომიკა, სამუშაო და ბიზნესი
ოქროს წესი: სერვერზე ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა თუ სამუშაო არის RP პროცესი და არა უბრალოდ „ღილაკის დაჭერით“ ფულის გამომუშავება. ეკონომიკა ეფუძნება 1902 წლის ეპოქალურ რეალიზმსა და პერსონაჟებს შორის ურთიერთქმედებას.
სამუშაო როგორც RP
ნადირობა, თევზაობა, მაღარო, ოქროს ძებნა, ტყის ჭრა, ფერმერობა, მჭედლობა, იარაღის ოსტატობა, კურიერობა, ტაქსი, ნავი, საჰაერო ბურთი, გაზეთი, აფთიაქი, სამზარეულო თუ ნებისმიერი სხვა საქმიანობა ითვლება პროფესიად. მოთამაშე ვალდებულია ამ საქმიანობას მიუდგეს RP ელემენტებით და არა მხოლოდ მექანიკური ფარმინგით.
მოთამაშის ბიზნესები და დონატ-ობიექტები
- კერძო/სტანდარტული ბიზნესები:
- სავაჭრო დახლები (Strawberry) — სტრობერიში განთავსებული სავაჭრო დახლები პროდუქტებით, ტანსაცმლითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით ვაჭრობისთვის;
- დონატ ბიზნესები (Donation Businesses):
- ნავთობის საბადო / მოპოვება - ექსკლუზიური ნავთობმრეწველობა;
- სამზარეულო - კერძებისა და სასმელების წარმოება-რეალიზაცია;
- გენერალური მაღაზიები - სხვადასხვა ქალაქის სავაჭრო ობიექტები;
- ექიმის კლინიკა / აფთიაქი - მედიკამენტების დამზადება, მკურნალობა და სამედიცინო მომსახურება;
- ცხენების მწვრთნელი - ცხენების გაწვრთნა;
- ხე-ტყის სახერხი (Sawmill) - ხის ჭრა, დამუშავება და მასალებით მომარაგება.
- Gunsmith (იარაღის ოსტატი) - იარაღის დამზადება, შეკეთება და გაყიდვა (საჭიროებს IC ლიცენზიას);
- მართვის წესები:
- ფასების პოლიტიკა: ფასები დგინდება ბიზნესის მეპატრონის მიერ, გონივრულ ფარგლებში (ეპოქისა და სერვერის ეკონომიკის გათვალისწინებით).
- მონოპოლიის აკრძალვა: აკრძალულია ხელოვნური მონოპოლიის შექმნა, ბაზრის შეთანხმებული მონოპოლიზაცია ან ფასების OOC შეთანხმება სხვა ბიზნესმენებთან.
- უმოქმედობა: ბიზნესი (მათ შორის დონატიც), რომელიც 14 დღეზე მეტხანს უმოქმედოა (მეპატრონე არ შედის სერვერზე / არ ამუშავებს ობიექტს), შესაძლოა ჩამოერთვას ადმინისტრაციის მიერ.
სერვერზე არსებობს როგორც სტანდარტული/კერძო, ასევე სპეციალური (Donation) ბიზნესები:
შენიშვნა: დონატ ბიზნესები მოითხოვს სპეციალურ სტატუსს/ადმინისტრაციულ დამტკიცებას და განსაკუთრებულ RP მენეჯმენტს.
ეკონომიკური ექსპლოიტის აკრძალვა
- ნივთების დუპლიკაცია (Dupe);
- სკრიპტის ბაგით ან ხარვეზით უსაფუძვლო ფულის გამომუშავება;
- ერთი და იმავე ნივთის/რესურსის მრავალჯერადი გაყიდვა ბაგის გამოყენებით.
კატეგორიულად აკრძალულია ნებისმიერი სახის ეკონომიკური ბაგის, სკრიპტის თუ მექანიკის ბოროტად გამოყენება:
ვალები და გარიგებები
ვალები, სესხები და ფინანსური გარიგებები ატარებს მხოლოდ IC ხასიათს. ადმინისტრაცია არ ერევა IC ფინანსურ დავებში. მოთამაშეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა თავად დაიცვან საკუთარი გარიგებები IC გზებით (ჩანაწერების წიგნაკი, კონტრაქტი, მოწმეები, შერიფი).
ლიცენზირებადი საქმიანობა
სპეციფიკური საქმიანობები (ტაქსი, იარაღით ვაჭრობა, ექიმობა, ექსპორტი და ა.შ.) მოითხოვს შესაბამის IC ლიცენზიას. ლიცენზიის გარეშე საქმიანობა წარმოადგენს IC დანაშაულს და ისჯება ადგილობრივი კანონმდებლობით (შერიფის/სამართალდამცავების მიერ).
გადასახადები და ჯარიმები
გუბერნიის ან ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაწესებული გადასახადები და ჯარიმები სავალდებულოა IC-ში. მათი იგნორირება წარმოადგენს IC დანაშაულს (და არა OOC დარღვევას) და იწვევს შესაბამის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
სასჯელიეკონომიკური ექსპლოიტი (დუპი/ბაგი): სამუდამო შავი სია ან ინვენტარის/ანგარიშის სრული განულება + ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
- OOC შეთანხმება ფასებზე / მონოპოლია / ბიზნესის უმოქმედობა: ბიზნესის ჩამორთმევა / Ban 7 - 14 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
ქონება: სახლი, რანჩო, ცხენი, ეტლი, ნავი, საჰ.ბუშტი
ოქროს წესი: 1902 წლის ამერიკაში პირადი ქონება განსაკუთრებით მიწა, საცხოვრებელი და ცხენი, ადამიანის გადარჩენის მთავარი საფუძველია. ქონებისადმი მოპყრობა, მისი დაცვა თუ ხელყოფა მოითხოვს სრულფასოვან RP დასაბუთებასა და ეპოქალურ რეალიზმს.
სახლი და პირადი ტერიტორია
- საკუთრების დაცვა: სახლის მეპატრონეს აქვს სრული IC უფლება დაიცვას თავისი საცხოვრებელი და პირადი ტერიტორია.
- შემჭრელის შეზღუდვა: სახლში/ეზოში უკანონოდ შეჭრილ პირს (Trespasser) არ აქვს უფლება პირველმა გახსნას ცეცხლი.
- RP ურთიერთქმედება: მეპატრონე ვალდებულია ცეცხლის გახსნამდე მისცეს შემჭრელს სიტყვიერი გაფრთხილება (თუ უშუალო საფრთხე არ ემუქრება მის სიცოცხლეს).
რანჩოს წესები და მწვანე ზონა
- უსაფრთხოების რადიუსი: რანჩოს მთავარი შენობის გარშემო 150 მეტრის რადიუსი ითვლება რანჩოს კერძო მწვანე ზონად მეპატრონეებისა და მათი სტუმრებისთვის.
- ტერიტორიის დაცვა: მეპატრონეს/რანჩოს პერსონალს აქვს უფლება ცეცხლი გაუხსნას შემჭრელს სიტყვიერი გაფრთხილებისა და ტერიტორიის დატოვების მოთხოვნის იგნორირების შემდეგ.
- კრიმინალის აკრძალვა: შემჭრელს/თავდამსხმელს ეკრძალება რანჩოს ტერიტორიაზე კრიმინალური მოქმედების დაწყება (ძარცვა, თავდასხმა, გატაცება) წინასწარი სერიოზული RP მიზეზისა და ადმინისტრაციული/IC მომზადების გარეშე.
ცხენი - პარტნიორი და არა ტრანსპორტი
- Powergaming-ის აკრძალვა: კატეგორიულად აკრძალულია ცხენის დაზიანება პატრონის თვალწინ / უშუალო სიახლოვეს ყოველგვარი RP ინტერაქციისა და დიალოგის გარეშე (Non-RP Theft).
- ცხენის მოკვლა: ცხენის მიზანმიმართული მოკვლა შურისძიების, OOC ბრაზის ან უბრალოდ „გაზიანებისთვის“ მკაცრად ისჯება (Animal Non-RP Kill).
ცხენი ველური დასავლეთის მთავარი თანამგზავრია. მასთან მოპყრობა უნდა იყოს რეალისტური (კვება, დასვენება, მოვლა, კავშირი/Bonding).
ეტლი, ვაგონი და ტრანსპორტი
- VDM აკრძალვა: ეკრძალებათ ეტლის/ვაგონის იარაღად გამოყენება, ხალხის მიზანმიმართული გატანა ან სხვა ეტლებზე შეჯახება.
- ფიზიკის ექსპლოიტი: აკრძალულია არარეალური მართვა (Unrealistic Driving) — მთებიდან ხტომა, ეტლის გადაბრუნება მექანიკის გამოყენებით, ეტლის გამოყენება შენობების/კედლების გასატეხად ან ბლოკირებისთვის.
ნავი და წყლის ტრანსპორტი
წყალზე გადაადგილება, ტვირთის გადაზიდვა და ნავით სარგებლობა RP-ის შემადგენელი ნაწილია. ნავის მიზანმიმართული გადაბრუნება, ჩაძირვა ან მოთამაშის წყალში დახრჩობა RP მიზეზის გარეშე ისჯება როგორც VDM / RDM.
საჰაერო ბურთი (Hot Air Balloon)
- Powergaming / Tactical Advantage აკრძალვა: აკრძალულია ბურთის გამოყენება საბრძოლო/ტაქტიკური უპირატესობის მისაღებად (ჰაერიდან სროლა, სროლისას ბურთით გაქცევა ან პოზიციური უპირატესობის ბოროტად გამოყენება).
საჰაერო ბურთი წარმოადგენს ექსკლუზიურ და სენსიტიურ ტრანსპორტს.
დაკარგული ქონება და კომპენსაცია
- ტექნიკური ხარვეზი: სერვერის კრეშის, სკრიპტული ბაგის ან როლბექის (Rollback) დროს დაკარგული ქონება აღდგება მხოლოდ ვიდეო/ფოტო მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში Discord-ის #ticket არხში.
- IC დანაკარგი: RP პროცესის შედეგად (ძარცვა, თამაში, წაგება, IC გარიგება) დაკარგული ან წაგებული ქონება ადმინისტრაციის მიერ არ აღდგება.
სასჯელიVDM / Non-RP Theft / ცხენის მიზანმიმართული მოკვლა: ბანი 2 - 14 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
- Powergaming საჰაერო ბურთით ან ეტლის ბაგებით: ბანი 2 - 14 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
- რანჩოზე / სახლში Non-RP შეჭრა და ცეცხლის გახსნა: ბანი 2 - 14 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
- ორგანიზებული/ჯგუფური დარღვევისას: ბანი 2 - 14 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ, ოჯახის / ფრაქციის გაფრთხილება ან ლიდერის გაფრთხილება.
ინვენტარი, ნივთები და ლიმიტები
ოქროს წესი: ინვენტარი და ნივთებთან ინტერაქცია ეფუძნება 1902 წლის რეალიზმს. პერსონაჟის ინვენტარში არსებული თითოეული ნივთი IC სამყაროში ფიზიკურ ადგილს იკავებს.
რეალისტური ინვენტარი („უსასრულო ჯიბის“ აკრძალვა)
პერსონაჟს შეუძლია ატაროს მხოლოდ ის, რაც რეალურად დაეტევა მის ტანსაცმელზე, ჩანთაში ან ცხენზე. კატეგორიულად აკრძალულია „უსასრულო ჯიბის“ (Pocket RP) გამოყენება.
ცხენის ჩანთები და საწყობი
ცხენის ჩანთები, ეტლები და საწყობები ლიმიტირებულია სკრიპტულად. ამ ლიმიტის ნებისმიერი გვერდის ავლა (ბაგის გამოყენებით, ნივთების მიწაზე გადაყრით, დუპლიკაციით ან სკრიპტის მოტყუებით) ითვლება ექსპლოიტად და მკაცრად ისჯება.
ნივთის გადაცემა და ინტერაქცია
ინვენტარიდან ნივთის, იარაღისა თუ ფულის გადაცემა სხვა მოთამაშისთვის უნდა იყოს სრულფასოვანი RP პროცესით (ხმოვანი დიალოგითა და შესაბამისი ანიმაციით) გამყარებული. ნივთის დისტანციურად, „ჰაერში გადაცემა“ ან ყოველგვარი ინტერაქციისა და დიალოგის გარეშე გადაცემა ითვლება Fail RP-დ.
დონატ ნივთები და ექსკლუზივები
დონატით მიღებული ნივთები (სპეციალური ჩანთა, ექსკლუზიური სამოსი, ცხენი, იარაღის სკინი და ა.შ.) ემსახურება მხოლოდ ვიზუალურ მხარესა და მოთამაშის კომფორტს. დონატი არ იძლევა არანაირ RP უპირატესობას და არ ათავისუფლებს მოთამაშეს სერვერის საერთო წესებისგან (დონატი არის კომფორტი და არა იმუნიტეტი).
ნაპოვნი ნივთები და ლუტინგი (Looting)
- ნაპოვნი ნივთი: RP-ით პოვნის შემთხვევაში, მიტოვებული ან ნაპოვნი ნივთი გადადის მპოვნელის მფლობელობაში.
- Non-RP Looting: კატეგორიულად აკრძალულია სცენის დასრულების შემდეგ ნივთების უსაფუძვლო „მოხვეტა“ (სხვისი დაცემული ნივთების/ცხენების გაძარცვა სრულფასოვანი RP მიზეზის, ხმოვანი დიალოგისა და შესაბამისი ანიმაციების გარეშე).
სასჯელიFail RP / Non-RP Looting / Pocket RP: ბანი 2 - 14 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
- სკრიპტული ლიმიტების გვერდის ავლა / ექსპლოიტი / დუპი: ბანი 31 - სამუდამო შავი სია.
- ორგანიზებული/ჯგუფური დარღვევისას: ოჯახის / ფრაქციის გაფრთხილება ან ლიდერის გაფრთხილება ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
ქალაქის რეიდი და ოკუპაცია
Admin Approval (ადმინისტრაციის ნებართვა) – ქალაქზე მასშტაბური თავდასხმის, რეიდის ან ქალაქის სრული კონტროლის (Lockdown/Takeover) ხელში ჩაგდებამდე აუცილებელია მინიმუმ 24 საათით ადრე Ticket-ის გახსნა და ადმინისტრაციისგან წერილობითი თანხმობის მიღება. რეიდის დროს სერვერზე აუცილებელია იმყოფებოდეს მინიმუმ 2 ადმინისტრატორი/მოდერატორი, რომელიც სიტუაციას თვალს ადევნებს.
სასჯელიოჯახის/ფაქციის (გაფრთხილება) + ლიდერის გაფრთხილება + 5 დღიანი Ban ყველა მონაწილეს ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
Heavy RP Reason (სერიოზული სიუჟეტური მიზეზი) – ქალაქის გარაშვას უნდა ჰქონდეს ხანგრძლივი, დასაბუთებული IC ისტორია (მაგალითად: ბანდის ლიდერის ციხიდან დახსნა, შერიფის დეპარტამენტთან მრავალდღიანი ომი, შურისძიება). უბრალოდ "სროლის", "ფულის წართმევის" ან "გასართობად" ქალაქზე რეიდის მოწყობა ითვლება FailRP-ად.
სასჯელიოჯახის/ფაქციის (გაფრთხილება) + ლიდერის გაფრთხილება + 5 - 14 Ban ყველა მონაწილეს ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
Player & Law Limits (ლიმიტები და ბალანსი) სერვერის სტაბილურობისა და ბალანსის დასაცავად:
- თავდამსხმელი ჯგუფის რაოდენობა: მინიმუმ 8 და მაქსიმუმ 12 კაცი
- სამართალდამცავების (Lawmen/US Marshals) მინიმალური რაოდენობა სერვერზე: მინიმუმ 7 შერიფი უნდა იყოს ონლაინში, რომ რეიდი დაიწყოს და ჯამში მაქსიმუმ 12.
სასჯელიწესის დარღვევის შემთხვევაში რეიდი უქმდება და ორგანიზატორები იღებენ 5-14 დღემდე Ban-ს ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ + გაფრთხილებები.
Civilian Safety Zone & Evacuation (მშვიდობიანი მოსახლეობა) თავდამსხმელები ვალდებულები არიან რეიდის დაწყებისთანავე მისცენ მშვიდობიან მოსახლეობას (Civilians/NPCs) 3-5 წუთი ქალაქის უსაფრთხოდ დატოვების ან შენობებში დამალვის საშუალება. უიარაღო, მშვიდობიანი მოქალაქეების უმიზეზო დახოცვა შეფასდება როგორც Mass RDM.
სასჯელი7 დღიდან სამუდამო Ban-მდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ + გაფრთხილებები.
Safe Zones (ხელუხლებელი ლოკაციები) ქალაქზე რეიდის დროსაც კი მკაცრად აკრძალულია სროლა და ძალადობრივი RP საავადმყოფოში (Doctor's Office/Clinic) და ეკლესიაში. ექიმებზე/მედიკოსებზე თავდასხმა ან მათი მძევლად აყვანა აკრძალულია.
სასჯელიBan 5 - 14 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ + გაფრთხილებები.
Hostage Rules during Raid (მძევლები რეიდისას) – ქალაქის რეიდის დროს მძევლად აყვანა დასაშვებია მხოლოდ IC მოლაპარაკებებისთვის (მაგ. უკან დახევის უზრუნველსაყოფად). აკრძალულია მძევლის გამოყენება "ცოცხალ ფარად" იმგვარად, რომ მას RP არჩევანი არ დაუტოვოთ (Powergaming). ასევე აკრძალულია "ყალბი მძევლის" (Fake Hostage საკუთარი მეგობრის მძევლად გასაღება) გამოყენება.
სასჯელიBan 5 დან 14 დღემდე ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ + გაფრთხილებები.
Cooldown Rule (შეზღუდვა დროში) ერთსა და იმავე ბანდას/ჯგუფს ქალაქზე რეიდის მოწყობა შეუძლია 2 კვირაში მხოლოდ ერთხელ. ერთი და იგივე ქალაქის გარაშვა სხვადასხვა ჯგუფის მიერ დასაშვებია მინიმუმ 72 საათის (3 დღის) ინტერვალით.
სასჯელიწესის დარღვევის შემთხვევაში რეიდი უქმდება და ორგანიზატორები იღებენ 5-14 დღემდე Ban-ს ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ + გაფრთხილებები.
No Win-Only & Perma-Death Risk (მოგების მენტალიტეტის აკრძალვა და პერმა-სიკვდილი) ქალაქის რეიდი არის უმაღლესი დონის RP მოვლენა და არა PvP ტურნირი. ორივე მხარე ვალდებულია ითამაშოს რეალისტური შიში (VoL). ამ მასშტაბის ოპერაციაში მონაწილეობისას, პერსონაჟის მძიმედ დაჭრის ან სიკვდილის შემთხვევაში, ადმინისტრაციას აქვს უფლება დააყენოს პერსონაჟის საბოლოო სიკვდილის (Perma-Death / Character Kill (CK) პერსონაჟის სრული წაშლა/სიკვდილი) საკითხი.
სასჯელიWin-Only მენტალიტეტისთვის 5 დღიანი Ban ან პერსონაჟის სავალდებულო CK.
ახალი ტერმინების განმარტება:
- Lockdown / Takeover – ქალაქის სრული ბლოკადა ან ძალისმიერი კონტროლის ხელში ჩაგდება კრიმინალური ჯგუფის მიერ.
- Mass RDM – სამზე მეტი მოთამაშის უმიზეზოდ მოკვლა ან მათზე თავდასხმა.
- Fake Hostage (ყალბი მძევალი) – როცა ბანდა საკუთარ წევრს იყენებს მძევლად პოლიციის მოტყუების მიზნით (მკაცრად აკრძალულია).
- CK (Character Kill / Perma-Death) – პერსონაჟის საბოლოო სიკვდილი, როდესაც პერსონაჟი იშლება და მისი აღდგენა შეუძლებელია.
ბაგები, ექსპლოიტები და ტექნიკური დარღვევები
ოქროს წესი: სერვერის ტექნიკური გამართულობა და თანაბარი სათამაშო გარემო თითოეული მოთამაშის პასუხისმგებლობაა. თამაშის ხარვეზების ბოროტად გამოყენება ან ადმინისტრაციის შეცდომაში შეყვანა უპატიებელი დარღვევაა.
ბაგისა და ექსპლოიტის გამოყენება
აკრძალულია თამაშის, სკრიპტის ან რელიეფის ხარვეზის (ბაგის/ექსპლოიტის) ნებისმიერი სახით გამოყენება პირადი ან ჯგუფური სარგებლის მისაღებად (ფულის/ნივთის დუპლიკაცია, პოზიციური უპირატესობა, უკვდავება, კედელში გავლა, ტექსტურაში შესვლა ან სროლის მექანიკის გვერდის ავლა).
ბაგის დაფიქსირების ვალდებულება
ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზის ან ბაგის აღმოჩენისას მოთამაშე ვალდებულია დაუყოვნებლივ დააფიქსიროს იგი Discord-ის #bug-report არხში. ბაგის განზრახ დამალვა, სხვებისთვის გაზიარება ან პირადი ინტერესებისთვის გამოყენება განიხილება დარღვევის თანამონაწილეობად.
ბაგის გამოყენებაზე წაქეზება
კატეგორიულად აკრძალულია სხვა მოთამაშის წაქეზება, სწავლება ან იძულება ბაგის/ექსპლოიტის გამოყენებაზე.
ადმინისტრაციულ ხელსაწყოებზე წვდომის მცდელობა
აკრძალულია ადმინისტრაციული ინსტრუმენტების გამოყენების მცდელობა, მათში შეღწევა ან რაიმე სახით წვდომის მოპოვების ცდა.
False Report (ყალბი საჩივარი და მტკიცებულების გაყალბება)
აკრძალულია ადმინისტრაციაში განზრახ ყალბი საჩივრის (False Report) შეტანა, ფაქტების დამახინჯება, აუდიო/ვიდეო მტკიცებულებების ან ფოტოსურათების გაყალბება/მონტაჟი სხვისთვის ზიანის მიყენების ან საკუთარი თავის გამართლების მიზნით.
სასჯელიბანი 31 დღიდან სამუდამო შავი სია ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
ადმინისტრაცია: უფლებამოსილება, ქცევის კოდექსი და საჩივრები
ოქროს წესი: ადმინისტრატორის პოზიცია არის პასუხისმგებლობა და არა პრივილეგია. ადმინისტრატორისგან მოითხოვება მაქსიმალური წესრიგი, პროფესიონალიზმი, მოთამაშეების პატივისცემა და სერვერის ყველა წესის უპირობო დაცვა.
ადმინისტრაციის ქცევა RP პროცესის დროს
- დამოკიდებულება: RP თამაშისა და RP პერსონაჟით ყოფნისას ადმინისტრატორი ვალდებულია მოთამაშეებს მოექცეს პასუხისმგებლობით, სამართლიანად, კორექტულად და პატივისცემით.
- TX-ის გამოყენება: ადმინისტრატორმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოს TX მენიუ / უფლებამოსილება უშუალოდ RP პროცესში.
- წესების დაცვა: ადმინისტრატორს ეკისრება ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა! მას არ აქვს უფლება დაარღვიოს სერვერის არცერთი წესი.
- ჩართულობის შეზღუდვა: აკრძალულია RP-ის თამაში მაშინ, როდესაც ადმინისტრატორს აქვს გახსნილი Support Ticket-ები, Discord-ში არსებობს გადასაჭრელი საკითხი ან რომელიმე RP სიტუაცია საჭიროებს ადმინისტრაციის დაკვირვებას.
- პასუხისმგებლობა დარღვევაზე: თუ ადმინისტრატორი დაარღვევს წესს, განხილვაში დადგება მისი RP თამაშის უფლება და დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, შესაძლებელია უფლებამოსილების სრული ჩამორთმევა.
ადმინისტრაციის ქცევა Discord-ში
- წესრიგი და ეთიკა: Discord-ში ერთად ყოფნისას აუცილებელია დაცული იყოს წესრიგი, სიმშვიდე და კოლეგიალობა. აკრძალულია ზედმეტი ხმაური, საუბარში შეჭრა და არაპროფესიონალური ქცევა.
- მსჯელობის რიგი: მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას თითოეული ადმინისტრატორი ვალდებულია მოუსმინოს სხვებს და დაიცვას საუბრის რიგი.
- დისციპლინარული ზომები: არასერიოზული დამოკიდებულებისათვის ჯერ გაიცემა სიტყვიერი გაფრთხილება, ხოლო განმეორებისას წერილობითი გაფრთხილება (1/3) ან პოზიციიდან მოხსნა.
მოთამაშეებთან ურთიერთობის სტანდარტი
- ოფიციალური კომუნიკაცია: სტაფის ყველა წევრი ვალდებულია მოთამაშეებთან ისაუბროს კორექტულად, ზრდილობიანად და ფორმალურად.
- „ჯიგრული“ დამოკიდებულების აკრძალვა: დაუშვებელია მოთამაშესთან საუბარი ისე, თითქოს ის პირადი მეგობარია („ჯიგრულად“ / „ძმაკაცურად“), ისევე როგორც უხეში და აგრესიული ტონი. პროფესიონალიზმი არის მოთამაშის პატივისცემის მთავარი ნიშანი.
Discord, Ticket და Support სისტემა
- ოფიციალური არხი: პრობლემების, საჩივრებისა და კითხვების განხილვა ხდება მხოლოდ Ticket სისტემის მეშვეობით. აკრძალულია საკითხების განხილვა პირად Discord ზარებში, არაოფიციალურ ან ოფიციალურ არხებში.
- Waiting Support: მოთამაშე Waiting Support-ში გადმოდის მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას უშუალოდ ადმინისტრატორი მოიწვევს (და არა საკუთარი ინიციატივით).
Report Ticket-ის განხილვის წესი
- პირველადი პასუხი: დასჯასთან დაკავშირებით გახსნილ Report Ticket-ს პირველად პასუხობს ის ადმინისტრატორი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, და განმარტავს მიზეზს (საჭიროებისას წარადგენს მტკიცებულებას).
- ესკალაცია ზემდგომთან: თუ სიტუაცია მწვავდება ან იწყება კამათი, ადმინისტრატორი არ შედის ხანგრძლივ დისკუსიაში, იგი დაუყოვნებლივ გადასცემს საქმეს ზემდგომ ადმინისტრატორს.
საჩივარი ადმინისტრატორზე და გასაჩივრების სისტემა
- 1. საჩივრის დაწერის ფორმა:მოთამაშემ საჩივარი უნდა დაწეროს გასაგებად, სრულად და კონკრეტულად. სავალდებულოა მიეთითოს:
- მოთამაშის სახელი
- ადმინისტრატორის სახელი
- ინციდენტის თარიღი და დრო
- მომხდარის ზუსტი, დეტალური აღწერა (აკრძალულია ბუნდოვანი ფრაზები: „ცუდად მოიქცა“, „არ მომეწონა ქცევა“).
- 2. მტკიცებულებები:საჩივარს უნდა ერთვოდეს ვიდეო ფიქსაცია / სქრინშოთი, ზუსტი დრო და მოწმის ჩვენება (საჭიროებისას). მტკიცებულების გარეშე წარმოდგენილ საჩივარზე სერვერის სტაფი იწყებს დამატებით გამოძიებას ლოგების მეშვეობით.
- 3. საჩივრის განხილვის უფლება:ადმინისტრატორის წინააღმდეგ დაწერილ საჩივარს განიხილავს მხოლოდ მთავარი ადმინისტრატორი, ხოლო მთავარ ადმინისტრატორზე საჩივარს განიხილავენ სერვერის მფლობელი პირები. ადმინისტრატორს ეკრძალება საკუთარი საჩივრის განხილვაში მონაწილეობა.
- 4. ცრუ საჩივარი და ცილისწამება:აკრძალულია ადმინისტრაციის მიმართ განზრახ ყალბი ბრალდების დაყენება, ცილისწამება ან ცრუ ინფორმაციის გავრცელება (სერვერზე, Discord-ში თუ სხვა საჯარო სივრცეში).
- 1-ლი შემთხვევა: Ban 7 დღე.
- მე-2 შემთხვევა: Ban 14 დღე.
- მე-3 შემთხვევა: შავი სია (Blacklist).
- 5. გაყალბებული მტკიცებულება:დამონტაჟებული ვიდეოს, ამოჭრილი კონტექსტის ან გაყალბებული ფოტოსურათის წარდგენისას მოთამაშე შესაძლოა პირდაპირ მოხვდეს შავ სიაში (Blacklist).
- 6. ადმინისტრატორის პასუხისმგებლობა და სანქციები:დადასტურებული დარღვევისას (მტკიცებულებებისა და ლოგების საფუძველზე) ადმინისტრატორს დაეკისრება:
- მსუბუქი დარღვევა: 1 გაფრთხილება (1/3).
- განმეორებითი დარღვევა: დამატებითი გაფრთხილება (2/3).
- მე-3 გაფრთხილება (3/3): ადმინისტრაციული პოზიციის დატოვება.
- მძიმე დარღვევა: უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, მიკერძოება, ადმინისტრაციული ძალის პირადი ინტერესისთვის გამოყენება ან რეპუტაციის შელახვა იწვევს დაუყოვნებლივ მოხსნას გაფრთხილების გარეშე.
სასჯელიმოთამაშის მხრიდან დარღვევისას:
- ადმინისტრატორის ცილისწამება / ცრუ საჩივარი: Ban 7 – 14 დღე / შავი სია (Blacklist) ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
- მტკიცებულების გაყალბება: Ban 7 – 14 დღე / შავი სია (Blacklist) ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
- ადმინისტრატორზე / სტაფზე OOC შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია ან უპატივცემულობა: Ban 31 დღიდან / შავი სია (Blacklist) ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
- ადმინისტრატორის/სტაფის მხრიდან დარღვევისას:
- RP წესების დარღვევა: ჩვეულებრივ მოთამაშესთან შედარებით ორმაგი სასჯელი ბანით (რადგან სტაფის წევრს მოეთხოვება წესების მაქსიმალური ცოდნა და მაგალითის ჩვენება).
- მოთამაშის შეურაცხყოფა / გინება / უპატივცემულობა: დაუყოვნებლივ მოხსნა ადმინისტრაციული პოზიციიდან + Ban (ხანგრძლივობა სიმძიმის მიხედვით) ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
- უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება / მიკერძოება: დაუყოვნებლივ მოხსნა პოზიციიდან + Ban / შავი სია (Blacklist) ან ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
დასკვნითი სიტყვა
DeadLands-ზე მთავარია ისტორია. მოგება, ფული და იარაღი მხოლოდ ინსტრუმენტია. საუკეთესო მოთამაშე არ არის ის, ვინც ყველაზე მეტი მოკლა - არამედ ის, ვისი პერსონაჟიც სხვებს ახსოვთ.
ითამაშე ისე, რომ შენს გვერდით მდგომსაც სიამოვნებდეს თამაში.
ადმინისტრაცია | DeadLands
კითხვა გაქვს? ყველა საჩივარი და პრეტენზია განიხილება Discord-ის #ticket არხით.
Discord-ზე შესვლა